პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ტერორისტული საქმიანობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, რის შემდგომაც შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებს და ტერორისტულ საქმიანობაში მხარდაჭერა აღმოუჩინა.
ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) და 323 სეკუნდა მუხლის 1 პრიმა ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა) და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1775641595
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქა...
1775640829
მსოფლიოსაბერძნეთი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას აკრძალავს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვის შესახებ განაცხადა, რომელიც 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას Ekath...
1775640068
მსოფლიონეთანიაჰუ: ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზე არ ვრცელდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში მიესალმება აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება. ბენიამინ ნეთანი...
1775638453
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო უწყებაზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ
რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება ქართული მხარის ნოტაზე - მმართველი გუნდი ბერლინის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირვ...
1775638003
ახალი ამბებიმთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს
მთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს. „მთაწმინდის რაიონში, ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩამოიშალა შენობის შიდა ფრაგმენტი, კერძოდ, ღობეებს შო...




























