ეკა სეფაშვილი: გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია დასახელებული. დეპუტატმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ემსახურება ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას. სეფაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ გერმანიის ხელისუფლება ასრულებს გარკვეული გლობალური ძალების დავალებას, რომელთა მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა საკუთარი მარიონეტებით:
„რთული ასახსნელია, ისეთმა მოწესრიგებულმა ქვეყანამ და მოსახლეობამ, როგორიც გერმანულია, ასეთი საკითხი მხედველობის მიღმა რატომ დატოვა. გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით“ - განაცხადა დეპუტატმა.
ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამის ფონზე, ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებულია ინფორმაცია სირიისა და რუსეთის შესახებ.
„ის ფაქტი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აახლებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ და ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად მოხსენიებულია სალომე ზურაბიშვილი, ვფიქრობ, არის გარკვეულად პასუხი იმ გლობალური ძალების ამოცანების შესასრულებლად, რომლისთვისაც საქართველოს წინააღმდეგ მავნებლობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად სალომე ზურაბიშვილია გამოყენებული. მგონია, რომ ეს ჩანაწერი ემსახურება, გარკვეული ლეგიტიმაციის მიცემას ზურაბიშვილისთვის - ვინც გადაამოწმებს მათ ვებგვერდს, პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ჩათვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული ასახსნელია, ისეთმა მოწესრიგებულმა ქვეყანამ და მოსახლეობამ, როგორიც გერმანულია, ასეთი საკითხი მხედველობის მიღმა რატომ დატოვა. მით უმეტეს, სირიისა და რუსეთის შესახებ მონაცემები ვებგვერდზე განახლებულია. გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
1775640068
მსოფლიონეთანიაჰუ: ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზე არ ვრცელდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში მიესალმება აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება. ბენიამინ ნეთანი...
1775638453
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო უწყებაზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ
რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება ქართული მხარის ნოტაზე - მმართველი გუნდი ბერლინის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირვ...
1775638003
ახალი ამბებიმთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს
მთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს. „მთაწმინდის რაიონში, ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩამოიშალა შენობის შიდა ფრაგმენტი, კერძოდ, ღობეებს შო...
1775637863
მსოფლიომაკრონი კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა, „პატივი სცენ“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაგრძელდეს, - ამის შესახებ საფრანგ...
1775637253
ახალი ამბებიმიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ...



























