მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი - 1999 წელს დაბადებული ს.კ. და 2000 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები - წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები, ასევე, ამოღებულია მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებულები ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის ადგილმდებარეობას წინასწარ სწავლობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1761722802
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე: საქართველოში პორნოლიბერალების წინამძღოლი! ეკლესიის ერთადერთი ქომაგი 30 წელი ლოცვის გარეშე. „უფალო შემიწყალე“ არ უთქვამს! ისე ჩამალპო ცოცხლად ციხეში!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ არქიმანდრიტ, დოროთე ყურაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დოროთე უცოდველი! ბერი-არქიმანდრიტის ხარისხში. საქართველოში პორ...
1761721361
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთანამშრომ...
1761719292
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი UNESCO-ს გენერალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქ. სამარყანდში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა 43-ე...
1761716715
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთის რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებზე: მათ აქვთ ევროკავშირის ქოლგა და პარალელურად ფარულ გარიგებებს და ეკონომიკურ, ჩრდილოვან საქმიანობას ეწევიან
„მათ აქვთ ევროკავშირის ქოლგა და პარალელურად ფარულ გარიგებებს და ეკონომიკურ, ჩრდილოვან საქმიანობას ეწევიან“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლ...
1761714906
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებენ
დღეს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებენ. სარჩელის ავტორები „ქართული ოცნება“, პოლიტიკური ჯგუფები...































