შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს
თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ლ.ხ. არასრულწლოვნით ვაჭრობის, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ ბრალდებულის მითითებით, არასრულწლოვანი სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ლ.ხ.-ს უხდიდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი, მე-2 და 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761722802

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე: საქართველოში პორნოლიბერალების წინამძღოლი! ეკლესიის ერთადერთი ქომაგი 30 წელი ლოცვის გარეშე. „უფალო შემიწყალე“ არ უთქვამს! ისე ჩამალპო ცოცხლად ციხეში!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ არქიმანდრიტ, დოროთე ყურაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დოროთე უცოდველი! ბერი-არქიმანდრიტის ხარისხში. საქართველოში პორ...

რეჟისორი

1761721000

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრები...

დაკავება - პოლიცია

1761719292

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი UNESCO-ს გენერალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქ. სამარყანდში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა 43-ე...

მაკა ბოჭორიშვილი

1761716715

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთის რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებზე: მათ აქვთ ევროკავშირის ქოლგა და პარალელურად ფარულ გარიგებებს და ეკონომიკურ, ჩრდილოვან საქმიანობას ეწევიან

„მათ აქვთ ევროკავშირის ქოლგა და პარალელურად ფარულ გარიგებებს და ეკონომიკურ, ჩრდილოვან საქმიანობას ეწევიან“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1761714906

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებენ

დღეს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებენ. სარჩელის ავტორები „ქართული ოცნება“, პოლიტიკური ჯგუფები...

პარლამენტი