პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს და განათლების მიმართულებით მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს და მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს განათლების მიმართულებით, ლუის ბენვენისტეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითად ამოცანებად სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია, რესურსების ოპტიმიზაცია, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურისა და განათლების ხარისხის თვისებრივი გაუმჯობესება განისაზღვრა. ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში.
საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო ბანკთან ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი საქართველოში 8 აქტიურ ინვესტიციას მოიცავს, რომელთა საერთო ღირებულება 975 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
შეხვედრას მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების მენეჯერი ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში რიტა ალმეიდა,მსოფლიო ბანკის განათლების სპეციალისტი ანა ბერძენაძე, ხოლო საქართველოს მხრიდან - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
1761738611
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქარელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხად...
1761737879
ახალი ამბები„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატები არა ევროპულ იდეას, არამედ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ემსახურებიან
„აშკარაა, რომ დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატები არა ევროპულ იდეას, არამედ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ემსახურებიან და ღიად უჭერენ...
1761737224
ახალი ამბებიელდინო საღარაძე: საქართველო კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან
„საქართველო კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან“, - ამის შესახებ მსახიობმა, პედაგოგმა ელდინო საღარაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. მსახიობმა გარედა...
1761735486
ახალი ამბებიკახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: 2012 წლამდე კონკრეტული პარტიები, ვისზეც არის საუბარი, წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, ძალიან ბევრი ბოროტება ჩაიდინეს და დღესაც უკვე ოპოზიციის როლში აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს
„ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და 1 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და იმ დაპირებებს, რომელიც წინასაარჩევნოდ ჟღერდებოდა“, - განაცხადა დღეს თბი...
1761731252
ახალი ამბებიპროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთ...





























