მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში, სახელმწიფო ტყეში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევი 9 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.

კანონდარღვევა სახელმწიფო ტყეში მონიტორინგის მიზნით განთავსებული ვიდეოხაფანგების საშუალებით გამოვლინდა.

ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.

„მერქნული რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სამსახურის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის არაერთი ფაქტი თანამედროვე ტექნოლოგიების - ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაა გამოვლენილი. ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები გატარდება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ინფორმაციას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788640783

მსოფლიო

ევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ

„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...

ევროკავშირი

1788637346

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის

„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1788636454

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი კრემლში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა

„ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა“, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშე...

ვლადიმერ პუტინი

1788634125

ახალი ამბები

წყალბურთში „აპოლომ“ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი სერბი თავდამსხმელი დაიმატა

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „აპოლო“ ჩამპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. დედაქალაქურმა კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა – „აპოლოში“ სერბი წყალბურთელი, ოლიმპიური და ევროპის ჩე...

 ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი

1788632987

ახალი ამბები

ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები ურეკში დაისვენებენ

ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები , რომლებიც პედიატრების ჩვენებით, სა...

ზუგდიდის მერიის