შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა
როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბრიუსელი დღეს აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა.
,,როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს. დღეს, ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა.
შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას - ანუ ხალხის მმართველობას - და, ამავე დროს, ერეოდე სხვა ხალხების არჩევანში. ის, რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაეროს წესდების, ისე ვენის კონვენციის, ანუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.
შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას და უგულებელყოფდე კანონს და მართლმსაჯულებას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც ბრიუსელის ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ბიუროკრატმა პოლიტიკურ განაჩენად შერაცხა. სტრასბურგმა თქვა: ბრიუსელი ცრუობდა, ქართული მართლმსაჯულება კი ცამდე მართალი იყო.
დაბოლოს, შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის დაზუთხული არპასუხი აჩვენებს იმ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა. თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს.
გზა ნათელია, გამოსავალი - ცხადი. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა“, - წერს პაპუაშვილი.
1762751147
საზოგადოება„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დ...
1762719972
ახალი ამბებიდეკანოზი იოანე: მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მამა დოროთე და მამა ილია საპატრიარქოში დაბარებულები იყვნენ მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო
„მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მამა დოროთე და მამა ილია საპატრიარქოში არ იყვნენ დაბარებული მათი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე, არამედ ეს მხოლოდ იქიდან გამომდინარე იყო, რომ მათ ჰქონდათ შეურაცხმყოფელ...
1762718820
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ყველაზე საინტერესო კითხვაა რატომ ხდება, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არ არის ამ მოხსენებაში?
„ყველაზე საინტერესო კითხვაა, რატომ ხდება, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არა არის ამ მოხსენებაში?“, - ამ კითხვას „იმედის კვირასთან“ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარი...
1762713372
ახალი ამბებიბექა ჩხაიძე სააკაშვილს: ასეა ბუმერანგი, ახლა შენ უყურე ციხიდან ყიფიანს, შენ რომ ბიჭები მიატოვე 2008 წლის ომში უპატრონოდ, დახოცილები და ტყვეები, ვატო ყიფიანის ძმამ დაუბრუნა ოჯახებს
„მაგიტომაც იყო შევარდნაძის დროს სადაც გადაგეყრებოდა ყიფიანი პანჩურების რტყმევით გაგდებდა იქედან. ასეა ბუმერანგი, ეხლა შენ უყურე ციხიდან ყიფიანს“, - მიმართავს მომღერალი ბექა ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილს,...
1762711691
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველოს მისამართით ბრალდებებს არასოდეს მოჰყვება ფაქტები და მტკიცებულებები
„რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ცრუ ნარატივების გავრცელებას და აბსოლუტურად უაპელაციო ბრალდებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...



























