გედევან ფოფხაძე: არაბუნებრივია რომ მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი არ არის, დაგვჭირდება თანადგომა, მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით

„თუ აქ არის მოშიმშილეთა რაღაცა ჯგუფი აბსოლუტურად არაბუნებრივია, რომ არ არის მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი იმიტომ, რომ ჩვენ 24 საათიან რეჟიმში დაგვჭირდება თანადგომა ჩვენი მეგობრების, თანამოაზრეების, თანაგუნდელების. ჩვენ მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით“, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.

ფოფხაძის განმარტებით, თუ მათ შიმშილობას დაემატება სოლიდარობა შიმშილობისადმი მივლენ დასკვნამდე, რომ 24-საათიანი პროტესტია გამოსავალი.

„ახლა აქ ვართ შვიდი, ერთი შიმშილობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ბაკურიანის იზოლატორში, დათო ჭელიძე, რომელიც შიმშილობის პირველ დღეს დააკავეს და მიუსაჯეს 14 დღე. შესაბამისად, აქციის მონაწილე ვართ რვა, მაგრამ მე ვიმედოვნებ რომ ეს აქცია გაფართოვდება იმიტომ, რომ ეს არის პროტესტის სწორი ფორმა. თუ შიმშილობას დაემატება სოლიდარობა შიმშილობისადმი, მივალთ დასკვნამდე რომ 24-საათიანი პროტესტი ჩვენი გამოსავალია, მივხვდებით, რომ აქ უნდა იყოს საპროტესტო მუხტი 24 საათი. ჩვენ გამოვედით კომფორტის ზონიდან და 24 საათი აქ ვართ, აქ რომ იქნება 24-საათიანი საპროტესტო ჯგუფი, მას დასჭირდება კარვები და ამ პროტესტის თანმდევი კარვები იქნება. თუ აქ მოშიმშილეთა ჯგუფია, არაბუნებრივია, რომ არ არის მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში დაგვჭირდება ჩვენი მეგობრების, თანამოაზრეების თანადგომა. ჩვენ მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით ამ პროტესტით ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ 24-საათიან პროტესტს ალტერნატივა არ აქვს.

პოზიციაზე ყურადღების მიქცევა აბსოლუტურად ნორმალური პოლიტიკური ჟესტია და უყურადღებოდ ამ პოზიციის დატოვება უფრო ამორალურია. მე 2016 წელს, როცა უვადო პატიმრებმა დაიწყეს შიმშილობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მივედი და შევხვდი ამ უვადო პატიმრებს და ჩვენ გვქონდა საუბარი მათი პრობლემების შესახებ და მათ ძალიან მძიმე მუხლები ჰქონდათ. ეს არ იყო ხალხი, რომელიც რაღაცა უმნიშვნელო გადაცდომების გამო ისხდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაგრამ ყურადღებას ისინიც იმსახურებდნენ, როგორც მოშიმშილეები და ჩემთვის კითხვის ნიშანი არ იყო იმასთან დაკავშირებით, ეს ყურადღება უნდა მიგვექცია თუ არა. ეს არის პროტესტის ფორმა, როცა ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ არათუ არ გავტყდით, არამედ მაგრები ვართ და არ ვიხევთ უკან“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762755917

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა

როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი....

შალვა პაპუაშვილი

1762753934

მსოფლიო

ტენერიფეზე შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთის საკურორტო კუნძულ ტენერიფეზე ძლიერი შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენმა კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ლა გუანჩის სანაპიროზე...

ტენერიფეზე შტორმ

1762752826

მსოფლიო

პედრო სანჩესი: დიპლომატიური მუშაობა გვჭირდება, რათა 2035 წლისთვის ევროპა არა კბილებამდე შეიარაღებული, არამედ სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის გარანტი იყოს

„დიპლომატიური მუშაობა გვჭირდება, რომ 2035 წლისთვის ევროპა არა კბილებამდე შეიარაღებული, არამედ სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის გარანტი იყოს“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა El Pais-თან...

პედრო სანჩესი

1762752040

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს, 10 ნოემბერს საქართველოში

10 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +25 და ღამით 14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +25...

ამინდი

1762751147

საზოგადოება

„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დ...

კრისტალ ჯგუფი