კახა კალაძე არაბულ ინვესტიციაზე: აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია. მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა
„ოპონენტები ჯერ ამბობდნენ, რომ ვიტყუებოდით და არაბული ინვესტიცია არ განხორციელდებოდა, ახლა ნარატივი შეცვალეს და ცდილობენ პროექტს ზიანი მიაყენონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში არაბული დეველოპერული კომპანიის მიერ დაგეგმილი ინვესტიციის შესახებ საუბრისას.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია. მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა.
„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენს ოპონენტებს თავდაპირველად ჰქონდათ ასეთი ნარატივი, რომ ჩვენ ვიტყუებოდით და მსგავსი ინვესტიციის განხორციელებით არაბული კომპანია დაინტერესებული არ იყო. მას შემდეგ რაც ოფიციალურად მოხდა ყველაფერი, არაბები ჩამოვიდნენ საქართველოში და პროექტის დაწყება დაანონსდა, მათ ნარატივი შეცვალეს და მაქსიმალურად ცდილობენ ამ ინვესტიციას ზიანი მიაყენონ.
რა თქმა უნდა, პროექტი განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. არსებობს მიწა, ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი და დამტკიცების შემდეგ, დაიწყება ინვესტიციის გასაჯაროება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ოდენობის 6.5 მილიარდ დოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არასდროს შემოსულა. ეს ყველაფერი არამხოლოდ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას წაადგება, ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს უფრო გააძლიერებს. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია. მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა - მოხმარდება ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ საკითხებს, მათ შორის პენსიების გაზრდას და ა.შ.“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, კახა კალაძის თქმით:„დასამალი არაფერია, ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ისაუბრა ყველა დეტალზე“.
1762758050
ახალი ამბებიპოლიციამ საქართველოს მასშტაბით დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. საპატრულო პოლიციის, თბილისის პ...
1762755917
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა
როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი....
1762753934
მსოფლიოტენერიფეზე შტორმს მსხვერპლი მოჰყვა
ესპანეთის საკურორტო კუნძულ ტენერიფეზე ძლიერი შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენმა კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ლა გუანჩის სანაპიროზე...
1762752826
მსოფლიოპედრო სანჩესი: დიპლომატიური მუშაობა გვჭირდება, რათა 2035 წლისთვის ევროპა არა კბილებამდე შეიარაღებული, არამედ სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის გარანტი იყოს
„დიპლომატიური მუშაობა გვჭირდება, რომ 2035 წლისთვის ევროპა არა კბილებამდე შეიარაღებული, არამედ სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის გარანტი იყოს“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა El Pais-თან...
1762752040
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს, 10 ნოემბერს საქართველოში
10 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +25 და ღამით 14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +25...



























