კახა კალაძე ევროკავშირზე: ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს - იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას სცენ პატივი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ევროკავშირისგან მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს.

ამის შესახებ მან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული. ყველა მათი განცხადება საქართველოსთან მიმართებაში არის გაჯერებული ტყუილით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული და არანაირ რეალობას არ შეიცავს. ასევე ძალიან მძიმეა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობდით, მისი მიღების აუცილებლობა ზუსტად მსგავსი ფაქტებიდან გამომდინარეობდა. ერთი მხრივ, გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს საქართველოს მეგობრები ვართო, მეორე ხელით კი სახელმწიფო გადატრიალებებს, რევოლუციებს, ექსტრემიზმის, მოძალადეების წახალისებას ეწეოდნენ. ეს არც მეგობრობაში ჯდება, არც პარტნიორობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე - ითხოვს თუ არა მმართველი გუნდი ევროკავშირისგან საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას, თბილისის მერი პასუხობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენს ქართველი ხალხი, ევროკავშირისგან კი მხოლოდ ქართველი ხალხისა და საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემას მოითხოვს.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ეს კი ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას სცენ პატივი. არანაირი არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ არის საუბარი. არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი, ეს კარგად გაიგეთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ მისცა ლეგიტიმაცია. ჩვენ ევროკავშირისგან ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენს ქვეყანასთან, ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762758050

ახალი ამბები

პოლიციამ საქართველოს მასშტაბით დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. საპატრულო პოლიციის, თბილისის პ...

ცეცხლსასროლი იარაღი

1762755917

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა

როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი....

შალვა პაპუაშვილი

1762753934

მსოფლიო

ტენერიფეზე შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთის საკურორტო კუნძულ ტენერიფეზე ძლიერი შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენმა კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ლა გუანჩის სანაპიროზე...

ტენერიფეზე შტორმ

1762752826

მსოფლიო

პედრო სანჩესი: დიპლომატიური მუშაობა გვჭირდება, რათა 2035 წლისთვის ევროპა არა კბილებამდე შეიარაღებული, არამედ სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის გარანტი იყოს

„დიპლომატიური მუშაობა გვჭირდება, რომ 2035 წლისთვის ევროპა არა კბილებამდე შეიარაღებული, არამედ სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის გარანტი იყოს“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა El Pais-თან...

პედრო სანჩესი

1762752040

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს, 10 ნოემბერს საქართველოში

10 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +25 და ღამით 14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +25...

ამინდი