მცხეთის პოლიციამ დუშეთში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში ბრალდებულებმა ყოფით ნიადაგზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, 1984 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.წ. და ტ.ვ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1773468306
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 14 მარტს საქართველოში
14 მარტს თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშ...
1773434461
მსოფლიოპიტერ სიიარტო: უნგრეთი უკრაინის შანტაჟს არ დაემორჩილება, ვერავინ გვიკარნახებს ვისგან ვიყიდოთ ნავთობი!
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინის პრეზიდენტის მითითებით მოქმედებენ. ამის შესახებ პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს. როგორც სიიარტო წერს, ლიეტუვის საგარეო საქმე...
1773433189
მსოფლიოაშშ-ის მთავრობა ირანის ლიდერების შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს
აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებ...
1773432058
სპორტიქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ ზამთრის პარალიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს პარალიმპიური ნაკრები გუნდიდან ასპარეზობა დაასრულა ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ. მან პარასნოუბორდის დისც...
1773431610
საზოგადოებაშარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძის განცხადებაზე: გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია. რატომ უბრძანეს ამის თქმა? იმიტომ, რომ ვამხილე. ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც...





























