მაჭავარიანი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს - ყველაფერი უკვე დაწერილი იყო, ფორმალობა იყო ჩამოსვლა და გაავრცელა ის ტექსტი, რომელიც ევრობიუროკრატებს აწყობდათ
ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.
მისი თქმით, ინფორმაციის შესაგროვებლად საქართველოში ექსპერტის ჩამოსვლა ფორმალობა იყო და ყველაფერი უკვე წინასწარ იყო დაწერილი.
„ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს - ზუსტად იგივე, რასაც ევრობიუროკრატები გვაბრალებენ, ზუსტად იგივე, რასაც მდიდარი NGO-ები, რადიკალური ოპოზიცია გვაბრალებს. ამ შემთხვევაში მექანიზმს აქვს მხოლოდ რეკომენდაციის სახე. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ქალბატონი, რომელმაც ეს რეკომენდაცია გასცა, სულ 2 დღით იყო საქართველოში ჩამოსული და რამდენიმე დღეში მოაგროვა, თურმე ამხელა ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე დაწერილი იყო - ფორმალობა იყო ჩამოსვლა და გაავრცელა ის ტექსტი, რომელიც ევრობიუროკრატებს აწყობდათ, რომელიც ჩვენ გვესმის, მაგალითად, ევროპარლამენტში დებატებზე, როდესაც რეზოლუციებს იღებდნენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
1773470747
ახალი ამბებიპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამ...
1773470207
ახალი ამბებიგივი მიქანაძე კახეთის რეგიონში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე თელავში კახეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. მინისტრმა საუბრისას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პრიორ...
1773468306
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 14 მარტს საქართველოში
14 მარტს თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშ...
1773434461
მსოფლიოპიტერ სიიარტო: უნგრეთი უკრაინის შანტაჟს არ დაემორჩილება, ვერავინ გვიკარნახებს ვისგან ვიყიდოთ ნავთობი!
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინის პრეზიდენტის მითითებით მოქმედებენ. ამის შესახებ პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს. როგორც სიიარტო წერს, ლიეტუვის საგარეო საქმე...
1773433189
მსოფლიოაშშ-ის მთავრობა ირანის ლიდერების შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს
აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებ...






























