ნანა კაკაბაძე: რამ ააწიოკა „ნაცები“? ფაქტებით დაანახა პრემიერმა მოქალაქეებს, რომ უსამშობლო ოპოზიცია უცხოელი პატრონების ინტერესებით მოქმედებს, მათ 2022-ში ქართველ მარიონეტებს დაავალეს, მიემართათ უკიდურესი რუსოფობიური სტრატეგიისთვის
რამ ააწიოკა ნაცები? მარტივად მისახვედრია ნაცების მხრიდან გამოხატული აგრესია და გაცეცხლებული კომენტარები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელშიც გამოთქმული იყო გაკვირვება იმის თაობაზე, რომ ნაცები და მისი მოკავშირეები 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ უცნაურად დაუტკბნენ რუსეთს, ხოლო 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მოულოდნელად გახდნენ ისეთი აგრესიული ანტირუსები და რუსოფობები, რომ ყველაზე ველურ ნაცისტურ ნარატივებსაც გადააჭარბეს, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ უკიდურესი რუსოფობობა ხელისუფლების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში არ გახსენებია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2022 წელს, დასავლეთის მიდგომა შეიცვალა, ოპოზიციად წოდებულ აგენტურასაც გარე ძალებმა დაავალეს ანტი რუსული განწყობების ჩამოყალიბება.
„მათი ეს ქცევა პრემიერმა იმ ხალხის თვალშიც გააშიშვლა, ვისაც დღესაც სჯეროდათ ნაცების ანტირუსობა. ტექსტში, გასაგები ენით იყო ახსნილი, ის რომ 2008-შიც, 2022-შიც “პატრიოტებად” მომუშავე ნაცები და მათი ანასხლეტები ასრულებდნენ დასავლელი პატრონებისგან მიღებულ დავალებებს. მათ პოლიტიკურ თუ კრიმინალურ ქმედებებს არც იმ წლებში და არც დღეს, არავითარი კავშირი არ აქვს სამშობლოზე ზრუნვასთან.
განცხადებაში, ნათქვამია ისიც, რომ 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მათი დასავლელი პატრონები ჯერ კიდევ ცდილობდნენ პუტინის რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და ეფლირტავებოდნენ მას, ხოლო მას შემდეგ რაც დასავლეთმა, 2022-ში რუსეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა, უცხოელმა ინსტრუქტორებმა, ქართველ მარიონეტებს დაავალეს, მიემართათ უკიდურესი რუსოფობიური სტრატეგიისა და ტაქტიკისათვის.
ოპოზიციად წოდებულებმა, ამ მოცემულობის გაქარწყლებაც სცადეს და პრემიერს ნაცების სახელით უპასუხეს, მიშას ხელისუფლებისთვის მიკერებული ანტირუსობის იარლიყი რომ მოგვეცილებინა, იმიტომ ხვდებოდა მიშა საზღვარზე რუსებს თაიგულებით, იმიტომ სთხოვდა პუტინს, რუსეთში საქართველოს კულტურის დღეების ჩატარებასო (რუსების წინაშე გვამღერე და გვაცეკვეო) და ამავე მიზეზით მისცა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმიო.
დავუშვათ, დავიჯერეთ ყველაფერი, რომ ეს დასავლელი პატრონების დავალებები კი არა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ინტერესების დაცვისკენ დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯები იყო.
მაშინ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთს რომ სწორედ 2008 წლის შემდეგ მისცეს ნაცებმა თანხმობა, ეს რა ეროვნული ნაბიჯი იყო?
რუსეთზე ზემოქმედების ამ ერთადერთი ბერკეტის დაკარგვით რა მოიგო საქართველომ?
ან იმას როგორ ახსნიან, რომ უკიდურესი რუსოფობობა ხელისუფლების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში არ გახსენებიათ?
თუნდაც 2014 წელს რუსების მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ არ იყო იმის საფუძველი, რომ თუ საკუთარი გულისთქმით მოქმედებდნენ და უკრაინას ასე გულშემატკივრობდნენ, მაშინ დაეწყოთ რუსთმოძულეობის კამპანია?
ნუთუ ამ 10 წლის განმავლობაში ისინი რუს ტურისტებსა და რუსულ ბიზნესებს ვერ ამჩნევდნენ საქართველოში?
სწორედ ამ და სხვა ფაქტებით დაანახა პრემიერმა მოქალაქეებს, რომ უსამშობლო ოპოზიცია არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოელი პატრონების ინტერესებით მოქმედებენ, რასაც ამომრჩეველი კარგად ხედავს, ვინაიდან ყოველ არჩევნებზე, რომელიც კი 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა, ოპოზიციად წოდებულ აგენტურას, გარკვევით ეუბნება, რომ მარიონეტ პოლიტიკოსებსა და სისხლიანი რეჟიმის შემოქმედებს აღარასოდეს აღარ ანდობს ქართველი ხალხი, ქვეყნის მართვის სადავეებს.
ყალბი პიარისა და ტვინების გამორეცხვის მიუხედავად ქვეყნის უმრავლესობა ოპოზიციას ხმას არ აძლევს ვინაიდან მათ არ მიიჩნევენ არც ჩვენს ქვეყანაზე მოფიქრალებად და არც ამ ქვეყნის პატრიოტებად.
უნამუსობა ეწოდება ოპოზიციის იმ შენიშვნას, რომელზეც კრებსითმა ნაცებმა მიუთითეს პრემიერს, 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეების გახსენებისას, დაღუპულთა ოჯახებს რატომ არ მიუსამძიმრე და სამძიმრის ნაცვლად, “სამშობლოზე გულანთებულ, მუდამ მართალ ნაცებს” რატომ დაგვესხი თავსო.
პრეტენზია გამოთქვეს იმაზეც, რომ თურმე რუსული ტერმინი “რუსოფობია” გამოიყენა კობახიძემ თავის განცხადებაშიო.
რამდენად რუსულია ეს ტერმინი და ზოგადად სიტყვა "ფობია", ამაზე არაფერს ვიტყვით, ხოლო რაც შეეხება დაღუპულ მეომრებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას, ეს თემა, ნაცების იმდენად სუსტი მხარეა, ჯობდა საერთოდ არ შეხებოდნენ მას, ვინაიდან 2008 წლის წაგებულ ომში, ნაცების ხელისუფლებამ, გარდაცვლილი მეომრების ცხედრების გადმოსვებაზეც კი არ იფიქრა, სანამ ეს პატრიარქმა არ უზრუნველყო.
ამდენად, პრემიერის წინააღმდეგ ნაცების გაღმა შედავების პოლიტიკა მორიგ ჯერზე კრახით დასრულდა“, - წერს ნანა კაკაბაძე.
1785873256
საზოგადოებაზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია: ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე
„ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლეს...
1785872115
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა „რუსოფობია“, ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებასა და მასზე ოპოზიციის გამოხმაურებას. ქადაგიძე წერს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო „სიტყ...
1785869969
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის არასდროს რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიას უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის რაიმე სახის შეზღუდვა არასო...
1785868688
მსოფლიოიორდანიის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას „შანტაჟში“ ადანაშაულებს
იორდანიის ფეხბურთის ასოციაციამ (JFA) ფიფას ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა და ორგანიზაცია „შანტაჟში“ დაადანაშაულა. ფედერაციის პრეზიდენტის, პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინის თქმით, იორდანიას, როგორც შეზღუდულ...
1785867378
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობაში“ ამბიციებს ვერ იყოფენ და ევროკავშირის ელჩი ამ ხალხზე გვეუბნება, თურმე პროდასავლური პარტიები არიან
„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ცრუპენტელობას აჩვენებს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, განცხადებებს და არარსებულ ძალაუფლებას ვერ ინაწილებენ. „ბოკუჩ...



























