ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა „რუსოფობია“, ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებასა და მასზე ოპოზიციის გამოხმაურებას.
ქადაგიძე წერს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო „სიტყვებით ჟონგლიორობა” და გამოთქვა პრეტენზია იმაზე, რომ პრემიერმა 2008 წლის ომი არ ახსენა.
დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ირაკლი კობახიძეს არ გაუხსენებია ოკუპაციის ისტორია და საუბარი იყო იმაზე, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია - ეს ნარატივი უკრაინის ომის შემდეგ გაჩნდა.
„2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია, ხოლო უკრაინაში ომის შემდეგ სწორედ ამ ნარატივის თავს მოხვევა დაიწყეს. ეს არის აგენტოკრატიის ხელწერა-საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, დაკვეთას ასრულებენ”, - წერს ქადაგიძე.
დეპუტატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი ნარატივის გავრცელება არის ბრიუსელის დავალება, რომელსაც „უსამშობლოები” ავრცელებენ.
„დილიდან ვაკვირდები გამოხმაურებას პრემიერის განცხადებაზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ კოლექტიური „ნაც.მოძრაობის” ქართული პოლიტიკიდან განდევნა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა. შინაარსში რომ ვერ შეედავნენ პრემიერს, სიტყვებით ჟონგლიორობა დაიწყეს - „2008 წელი რატომ ახსენა, მანამდე არ იყო ოკუპირებულიო?“ პრემიერს ოკუპაციის ისტორიაზე არ უსაუბრია.
საუბარი იყო იმაზე, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია, ხოლო უკრაინაში ომის შემდეგ სწორედ ამ ნარატივის თავს მოხვევა დაიწყეს. როცა არგუმენტი არ გაქვს, ციტატებს აყალბებ. როცა სიმართლე არ გაწყობს, შინაარსს ამახინჯებ. შეხედეთ რადიკალებს, დაწყებული ორთოდოქსი ნაცებიდან, დამთავრებული ლიბერალი „ენჯეოშნიკებით“, ყველა ერთი „თარგით“ ავრცელებს „ნარატივს“ - რატომ არ ახსენა 2008 წლამდელი ოკუპაციაო... ეს არის აგენტოკრატიის ხელწერა-საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, დაკვეთას ასრულებენ. 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა "რუსოფობია", ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
1785865675
საზოგადოებაჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის „პატრიოტი“, გარდა საქართველოსი
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ღია წერილს პლატფორმა X-ზე ეხმაურება. ხუბუა პრემიერის წერილის კვალდაკვალ დამატებით რამდენიმე კითხვას სვამს, რომელსაც თავადვე პასუხობ...
1785862604
საზოგადოება„დაზარალებულის კუთვნილ 37 000 ლარს მოტყუებით დაეუფლა“ - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელე...
1785860455
მსოფლიოPOLITICO: უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი აცხადებს, რომ ნატო უკრაინისთვის მეტისმეტად მოძველებულია
„ნატოს დაყრდნობა „მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზე“ და საომარი მოქმედებების ახალ ფორმებთან მისი ნელი ადაპტაცია ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმას, რომ უკრაინა ოდესმე ალიანსის წევრი გახდება“, - აღნიშნა დიდ ბრ...
1785858867
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი: ამ ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ, გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის, რას გულისხმობს პრემიერი და რატომაა პრემიერი მართალი
სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი კომენტატორ ტატო ბაციკაძის Facebook-პოსტს ეხმაურება. როგორც კუჭაშვილი წერს, ბაციკიძეს წეროვანში მცხოვრები ადამიანები ყველაზე კარგად აუხსნიდნენ, თუ რატომ არის პრემიერ...
1785858265
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: მეექვსე კლასტერს სანამ გახსნიდა ევროკავშირი სანიმუშო მოლდოვასთან, წინაპირობა თალიბანთან მჭიდრო თანამშრომლობა ყოფილა
გიორგი გამსახურდია მოლდოვაში „თალიბების“ დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. „ევროინტეგრაციის გზაზე, მოწინავე მოლდავეთს, თალიბების დელეგაცია ეწვია. მეექვსე კლასტერს სანამ გახსნიდა ევროკავშირი, სანიმუშო მოლ...



























