ჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის „პატრიოტი“, გარდა საქართველოსი

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ღია წერილს პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

ხუბუა პრემიერის წერილის კვალდაკვალ დამატებით რამდენიმე კითხვას სვამს, რომელსაც თავადვე პასუხობს.

ხუბუას შეფასებით, ქართულ საზოგადოებას „ნაცებისა“ და ლიბერალების სახით საქმე აქვს „უკიდეგანო ფარისევლების ბრბოსთან,“ რომელიც შესაბამისი დაფინანსების საფუძველზე ნებისმიერი ქვეყნის „პატრიოტი“ გახდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილის კვალდაკვალ, მეც მინდა, რამდენიმე კითხვა დავსვა: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რატომ არ იყო ნაცებისა და ლიბერალების პროპაგანდა და განწყობები ისეთივე რადიკალურად ანტირუსული და რუსოფობიული, როგორც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა? ნაცებსა და ლიბერალებს, მათ შორის, კვების ობიექტების მეპატრონეებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რატომ არ ჰქონდათ აგრესია და მიუღებლობა რუსი ტურისტებისადმი, რომლებსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი ზედ საზღვარზე ეგებებოდა ყვავილების თაიგულითა და შამპანურის ბოთლებით? რატომ არ მოძრაობდნენ თბილისში ავტომობილები „დიდება საქართველოს“ სტიკერებით, როგორც დღეს „სლავა უკრაინე“ სტიკერებით მოძრაობენ და ფეხბურთის ქომაგთა ორგანიზაციის ჩენთებში რატომ არ იყო „პუტინ ხუილოს“ ბღავილი, როგორც დღეს არის? ერთი სიტყვით, ქართველ ნაცებსა და ნაცმიდრეკილებს, ლიბერალებსა და „პრადვინუტობის" მოსურნე მენტალურ პროვინციალებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე რატომ არ ჰქონდათ ისეთივე მძაფრი რეაქცია, როგორსაც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციაზე ამჟღავნებენ? ამ კითხვებზე პასუხის რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ყველა ვარიანტი სწორია: საქმე გვაქვს უკიდეგანო ფარისევლების ბრბოსთან! ქვეყანაში გვყავს ვაიკოსმოპილიტების კლასტერი, რომელსაც საკუთარი სამშობლო ფეხებზე ჰკიდია და ვითომ სხვისი სამშობლო ადარდებს! ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის „პატრიოტი“ , გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ. P. S. დიდება საქართველოს! გმირებს დიდება! რუსეთი საქართველოს ოკუპანტია 1801 წლიდან!“, - წერს ხუბუა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785858265

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: მეექვსე კლასტერს სანამ გახსნიდა ევროკავშირი სანიმუშო მოლდოვასთან, წინაპირობა თალიბანთან მჭიდრო თანამშრომლობა ყოფილა

გიორგი გამსახურდია მოლდოვაში „თალიბების“ დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. „ევროინტეგრაციის გზაზე, მოწინავე მოლდავეთს, თალიბების დელეგაცია ეწვია. მეექვსე კლასტერს სანამ გახსნიდა ევროკავშირი, სანიმუშო მოლ...

გიორგი გამსახურდია

1785855671

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: უსამშობლოების​ პრობლემა ის არის, რომ „დიფ სთეითს“ ემორჩილებიან, უცხოური აგენტის ბედია, რომ საკუთარი სამშობლოს გარდა, ყველას ინტერესებზე ფიქრობ

„უსამშობლოების პრობლემა ის არის, რომ თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითს“ ემორჩილებიან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, უცხოური აგენტის ბედია, რომ საკუ...

გურამ მაჭარაშვილი

1785853700

ახალი ამბები

ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა

ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა.  დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. როგორც „დაიჯესტს“ შინაგან ს...

ლიანდაგილიანდაგი

1785851723

საზოგადოება

ნიკა გვარამიამ აგვისტოს ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან ლოიალური პოლიტიკის გამართლება სცადა, თუმცა კრიტიკის შემდეგ მან საზოგადოება ტროლ-ბოტების შეტევაში დაადანაშაულა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში „...

ნიკა გვარამია

1785850267

ახალი ამბები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

ხვალ, 5 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ვარკეთილის III მასივის I კვარტლის და თრიალეთის ქუჩის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი