იორდანიის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას „შანტაჟში“ ადანაშაულებს

იორდანიის ფეხბურთის ასოციაციამ (JFA) ფიფას ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა და ორგანიზაცია „შანტაჟში“ დაადანაშაულა. ფედერაციის პრეზიდენტის, პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინის თქმით, იორდანიას, როგორც შეზღუდული რესურსების მქონე მცირე ქვეყანას, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისას უზარმაზარი დაბრკოლებების გადალახვა მოუწია.

თავის განცხადებაში იგი სამ ძირითად პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი გულშემატკივრების აშშ-ში შესვლას ეხება - ჰუსეინის თქმით, იორდანიელ ფანების ნაწილს ვიზებზე უარი ეთქვა იმის მიუხედავად, რომ მათ მატჩებზე დასასწრები ბილეთები ასტრონომიულ ფასად ჰქონდათ შეძენილი.

მეორე საკითხი მსოფლიო ჩემპიონატის საგადასახადო პოლიტიკაა. პრინცი აცხადებს, რომ ტურნირში მონაწილეობისთვის იორდანია ფიფას გავლით აშშ-ის მთავრობის მიერ იბეგრებოდა - თანხით, რომელიც, წესით, მოთამაშეებსა და პერსონალს უნდა მიეღო. მან ასევე აღნიშნა, რომ კანადასა და მექსიკაში ბაზირებული ნაკრებები მსგავსი პრობლემის წინაშე არ დამდგარან.

მესამე პრეტენზია კი გაუცემელ საპრიზო თანხას უკავშირდება. იორდანიის ფეხბურთის ფედერაცია კვლავ ელის გასული წლის დეკემბერში კატარში გამართული „ფიფას არაბეთის თასის“ კუთვნილ თანხებს. ჰუსეინის თქმით, ფინალში გასვლისთვის კუთვნილი თანხა ჯერაც არ ჩარიცხულა, მიუხედავად იმისა, რომ ფიფა თავისი მილიარდიანი რეზერვებით ტრაბახობს.

პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინის თქმით, ფიფა უარს ამბობდა მათ დახმარებაზე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ არ განუცხადეს: ჯანი ინფანტინოსთვის მხარდაჭერის გამოცხადება იორდანიის ფედერაციის პრობლემების მოგვარებას მნიშვნელოვნად წაადგებოდა.

„იორდანიის ფეხბურთის ფედერაცია ამაყობს ეთიკური ღირებულებების დაცვით. ჩვენ მას მხარი არც მანამდე დაუჭირეთ და, რა თქმა უნდა, არც ახლა დავუჭერთ. მთელი ეს სიტუაცია შანტაჟს უდრის, ჩვენ კი ამას არ დავნებდებით“, - განაცხადა ჰუსეინმა.

ამ გადაწყვეტილებით იორდანია შეუერთდა იმ ქვეყნების ფეხბურთის ასოციაციებს - მათ შორის ინგლისს, უელსს, ფინეთს, შვედეთსა და სერბეთს - რომლებმაც ჯანი ინფანტინოს ხელახალ არჩევაში მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785858867

საზოგადოება

შაკო კუჭაშვილი: ამ ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ, გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის, რას გულისხმობს პრემიერი და რატომაა პრემიერი მართალი

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი კომენტატორ ტატო ბაციკაძის Facebook-პოსტს ეხმაურება. როგორც კუჭაშვილი წერს, ბაციკიძეს წეროვანში მცხოვრები ადამიანები ყველაზე კარგად აუხსნიდნენ, თუ რატომ არის პრემიერ...

შაკო კუჭაშვილი

1785858265

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: მეექვსე კლასტერს სანამ გახსნიდა ევროკავშირი სანიმუშო მოლდოვასთან, წინაპირობა თალიბანთან მჭიდრო თანამშრომლობა ყოფილა

გიორგი გამსახურდია მოლდოვაში „თალიბების“ დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. „ევროინტეგრაციის გზაზე, მოწინავე მოლდავეთს, თალიბების დელეგაცია ეწვია. მეექვსე კლასტერს სანამ გახსნიდა ევროკავშირი, სანიმუშო მოლ...

გიორგი გამსახურდია

1785855671

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: უსამშობლოების​ პრობლემა ის არის, რომ „დიფ სთეითს“ ემორჩილებიან, უცხოური აგენტის ბედია, რომ საკუთარი სამშობლოს გარდა, ყველას ინტერესებზე ფიქრობ

„უსამშობლოების პრობლემა ის არის, რომ თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითს“ ემორჩილებიან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, უცხოური აგენტის ბედია, რომ საკუ...

გურამ მაჭარაშვილი

1785853700

ახალი ამბები

ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა

ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა.  დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. როგორც „დაიჯესტს“ შინაგან ს...

ლიანდაგილიანდაგი

1785851723

საზოგადოება

ნიკა გვარამიამ აგვისტოს ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან ლოიალური პოლიტიკის გამართლება სცადა, თუმცა კრიტიკის შემდეგ მან საზოგადოება ტროლ-ბოტების შეტევაში დაადანაშაულა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში „...

ნიკა გვარამია