ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია: ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე
„ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მეორე მხრივ, უდიდესი შეცდომაა ის აგრესია და ლანძღვა, რაც ეკლესიისა და მეუფის მისამართით წამოვიდა.
„გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს...პირველ რიგში, უდიდეს თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახს. შვილის დაკარგვა გაუნელებელი ტკივილია და უფალმა მისცეს ოჯახს სულიერი ძალა ამ უმძიმესი განსაცდელის გადასატანად.
მეორე მხრივ, უდიდესი შეცდომაა ის აგრესია და ლანძღვა, რაც ეკლესიისა და მეუფის მისამართით წამოვიდა.
ეკლესიას აქვს საუკუნოვანი ტრადიცია, წესი და კანონები, რომელთაც სასულიერო პირი საკუთარი სურვილით ვერ შეცვლის.
ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე, როგორც ამას უსაფუძვლოდ წარმოაჩენენ ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წევრი.
ეკლესიისგან იმის მოთხოვნა, რომ საკუთარ სწავლებას გადაუხვიოს, უბრალოდ არასწორია. მედია სივრცეში თუ სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინებითა და ცილისწამებით გარდაცვლილის სულს ვერაფრით დავეხმარებით. თუ მართლა გვინდა თანადგომა, სოციალურ ქსელებში აგრესიის ფრქვევას სჯობს, ყველამ, ვისაც გული შესტკივა, ვილოცოთ მისი სულისთვის და ღმერთს წყალობა ვთხოვოთ.
ღმერთმა გააძლიეროს ოჯახი ამ უდიდეს განსაცდელში და მოგვცეს ყველას გონიერება და სიბრძნე, რათა სწორად განვსაჯოთ ასეთი სენსიტიური საკითხები და ვიყოთ მეტად წინდახედულები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1785865675
საზოგადოებაჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის „პატრიოტი“, გარდა საქართველოსი
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ღია წერილს პლატფორმა X-ზე ეხმაურება. ხუბუა პრემიერის წერილის კვალდაკვალ დამატებით რამდენიმე კითხვას სვამს, რომელსაც თავადვე პასუხობ...
1785862604
საზოგადოება„დაზარალებულის კუთვნილ 37 000 ლარს მოტყუებით დაეუფლა“ - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელე...
1785860455
მსოფლიოPOLITICO: უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი აცხადებს, რომ ნატო უკრაინისთვის მეტისმეტად მოძველებულია
„ნატოს დაყრდნობა „მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზე“ და საომარი მოქმედებების ახალ ფორმებთან მისი ნელი ადაპტაცია ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმას, რომ უკრაინა ოდესმე ალიანსის წევრი გახდება“, - აღნიშნა დიდ ბრ...
1785858867
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი: ამ ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ, გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის, რას გულისხმობს პრემიერი და რატომაა პრემიერი მართალი
სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი კომენტატორ ტატო ბაციკაძის Facebook-პოსტს ეხმაურება. როგორც კუჭაშვილი წერს, ბაციკიძეს წეროვანში მცხოვრები ადამიანები ყველაზე კარგად აუხსნიდნენ, თუ რატომ არის პრემიერ...
1785858265
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: მეექვსე კლასტერს სანამ გახსნიდა ევროკავშირი სანიმუშო მოლდოვასთან, წინაპირობა თალიბანთან მჭიდრო თანამშრომლობა ყოფილა
გიორგი გამსახურდია მოლდოვაში „თალიბების“ დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. „ევროინტეგრაციის გზაზე, მოწინავე მოლდავეთს, თალიბების დელეგაცია ეწვია. მეექვსე კლასტერს სანამ გახსნიდა ევროკავშირი, სანიმუშო მოლ...



























