ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ნია იმნაძის დაკავებას, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, ჟორჟოლიანს ეთანხმებიან „ნაცმოძრაობის“ წევრები და პროპაგანდისტები

ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ „ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები, რითაც ხელმძღვანელობს პროკურატურა არასრულწლოვანი მოზარდების დაკავების დროს“.

ჟორჟოლიანს ეთანხმებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პროპაგანდისტები. მაგალითად, „ილიაუნის“ ლექტორი ბექა კობახიძე, დაკავებებს მმართველი პარტიის მიერ შექმნილ საინფორმაციო ველსა და დღის წესრიგს უკავშირებს და წერს, რომ „ქოცები“, „ირინა ენუქიძისა და ეკა კუპატაძის ფოტოებს გამოდებენ კონტრასტისთვის“. იმნაძის დაკავების კადრებზე, რომელიც თავად არასრულწლოვანის ადვოკატმა გაასაჯაროვა, საზოგადოების რეაქციით უკმაყოფილოა არაერთი ოპოზიციონერი. ისინი აცხადებენ, რომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არასრულწლოვნის დაპატიმრების გამო სიხარული. ოპოზიციონერი იურისტები ამ შემთხვევაში, იმ ფაქტის გამოც გამოთქვამენ მწუხარებას, რომ „საზოგადოება ადამიანს წინასწარ ნათლავს დამნაშავედ“ და ჟორჟოლიანის მსგავსად, მტკიცებულებებს ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785961975

საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა: სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა

გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „ქრონიკასთან“ ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილი დაკავების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ავალიანის დედა აცხადებს, რომ სამართლებრივად სამართალი ნამდვილად აღდგა. „სახელ...

გიგა ავალიანის დედა

1785961842

საზოგადოება

საპატრიარქო: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციი...

გერასიმე

1785961564

საზოგადოება

აფხაზეთის ომის მონაწილე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი, ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?

ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრე...

ბადრი მანჯავიძე

1785960110

ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის...

გიგა ავალიანი

1785959301

საზოგადოება

პროკურატურამ მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის, კერძოდ, მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პი...

პროკურატურაპროკურატურა