ნათია თურნავა: Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმის დანერგვა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი
„საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადაყვანით, ჩვენ ხელს ვუწყობთ რისკის მართვის, მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას მთელ სექტორში. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ისეთი ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის მიერ Nasdaq Calypso სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადა.
Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით ინერგება და უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.
ნათია თურნავას თქმით, საქართველოს სახაზინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტი და ქვეყნის ფინანსური სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სების პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, საერთო პლატფორმა უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.
ქართული კომერციული ბანკები - „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ - სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე - Nasdaq Calypso სისტემის მეშვეობით მოახდენენ.
1784705922
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ფინ...
1784704962
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში გამართული შეხვედრები შეაფასა: ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრები შეაფასა. მაკა ბოჭორ...
1784704413
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: საამაყოა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარიდან დაიწყო
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმში სამეცნიერო კონფერენცია და მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა. სამეცნიერო კონფერენცია, აჭარის ავტონომიური რე...
1784703410
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისსაქა...
1784702763
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...


























