სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს ეხმაურება
სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების (Animal Project, Zero Strays Georgia, Peteasy, „ცუკა“ ფონდი, „სამართალი ცხოველებისთვის“) მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას ან არსებული ფაქტების დამახინჯებას და არცოდნას.
აღსანიშნავია, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა, სწორედ იმ 5 კომპონენტის გათვალისწინებით დაიგეგმა და უკვე ხორციელდება, რომლებსაც ხსენებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, მოთხოვნის სახით დღეს აყენებენ.
პროგრამის შემუშავების პროცესში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური მოწვევით, ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული ექსპერტი, რომელსაც 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს ცხოველთა კეთილდღეობისა და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის სფეროში. იგი არის ICAM-ის (International Companion Animal Management Coalition) მმართველი საბჭოს წევრი, FAO-სა და TAIEX-ის ექსპერტი, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს RSPCA-ის საერთაშორისო პროგრამებს ევროპისა და კავკასიის რეგიონში.
უფრო კონკრეტულად:
- პროგრამა საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაციებით დაიგეგმა და სწორედ CNVR მეთოდით (დაჭერა, სტერილიზაცია , ვაქცინაცია, და პირვანდელ გარემოში დაბრუნება) მიმდინარეობს.
- ძაღლების გამრავლების საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით. სურსათის ეროვნული სააგენტო, ძაღლების უკონტროლო გამრავლების პრევენციისთვის ახორციელებს: პატრონიანი ძაღლების (ძუ, ხვადი) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას; პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას (ჩიპირება); მიუსაფარი /მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ვაქცინაციას, სტერილიზაცია/კასტრაციას.
- ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი გამრავლების კონტროლი უზრუნველყოფს ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციას და იდენტიფიცირებული ცხოველის პატრონის პასუხისმგებლობას.
- პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში უკვე რეგისტრირებულნი არიან ამ მიმართულებით საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები და ცხოველების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს : https://airs.nfa.gov.ge/login?callbackUrl=%2Fhome
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ცხოველთა მოყვარულებთან, მიმკედლებლებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით იგეგმება. - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველი პირვანდელ არეალს უბრუნდება. შექმნილია შესაბამისი პლატფორმა - ფეისბუკ გვერდი:(https://www.facebook.com/profile.php?id=61580338640226 ) , რომელზეც ინფორმაციები მუდმივ რეჟიმში ახლდება, მათ შორის, ქვეყნდება ძაღლების აყვანისა და ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა, განრიგი, თარიღი და ლოკაციები. ამასთან, ამავე პლატფორმაზე, ხელმისაწვდომია ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ტენდერების შესახებ.
შესაბამისად, ის ცრუ ბრალდებები და ფაქტების დამახინჯება, რომელიც ვრცელდება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს და რეალობას მოკლებულია.
1784716070
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: გერმანულმა მხარემ იცის, რომ უსამართლობების მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ ეს ყველაფერი გადავფურცლოთ და აღვადგინოთ ის პარტნიორობა, რაც ყოველთვის გვაკავშირებდა ამ ქვეყანასთან, ამ ხალხთან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობები ბ...
1784713659
საზოგადოებათამარ ჩერგოლეიშვილი ეკა კვესიტაძის განცხადებაზე: უნიჭო პარაზიტი - ეს ხარბი კეკელა იმდენად ჭკუასუსტია, რომ ვერც კი ხვდება ამ პოსტით მხოლოდ საკუთარ სასოწარკვეთილებას რომ ავლენს
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებას მის შესახებ, რომ ის „სინქრონულად ეთამაშება ივანიშვილის სურვილებს“ სოციალურ ქსელში აკრიტიკებს. ჩერგოლეიშვილის...
1784711354
საზოგადოებალიზა გეგეჭკორი: სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო, გაიმეორა იგივე დემონსტრაციულად და მიუსაჯეს 2-კვირიანი პატიმრობა, თუ ისევ იმავეს გააგრძელებს, უფრო დიდხანს მიუსჯიან
ვახო სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო, გაიმეორა იგივე დემონსტრაციულად და მიუსაჯეს 2-კვირიანი პატიმრობა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, როდესა...
1784708921
ახალი ამბებინათია თურნავა: Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმის დანერგვა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი
„საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადაყვანით, ჩვენ ხელს ვუწყობთ რისკის მართვის, მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის სტანდარტ...
1784708209
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს...


























