მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში გამართული შეხვედრები შეაფასა: ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრები შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

„დღეს შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას. ეს მნიშვნელოვანია როგორც სინგაპურისთვის, ისე საქართველოსთვის და საქართველოს პოზიციონირებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არა მხოლოდ, უფრო ფართო რეგიონშიც“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, მათ შორის ბიზნესწრეებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების მიმართულებით.

„განვიხილეთ საერთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი, სინგაპურსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა და პარტნიორობის განვითარების პოტენციალი, ასევე ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. პოტენციალი ნამდვილად არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული. ამისათვის საჭიროა ბიზნეს კავშირების გაძლიერება. ეს ვიზიტი იქნება გამოყენებული სწორედ ამ მიზნებისთვის და შედგება შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთანაც“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784703410

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისსაქა...

დაკავება, პოლიცია

1784702763

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...

დაკავება

1784701299

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემ...

პრემიერ-მინისტრ

1784701043

საზოგადოება

სპეციალისტები მოსახლეობას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას...

თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

1784699344

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი - ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგაპურთან, სინგაპური რეგიონში წარმოადგენს ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, ანალოგიურად, საქართველო თავის რეგიონში წარმოადგენს ასეთ ჰაბს, ჩვენ ბევრ ინვესტიციას ვდებთ

„პრემიერ-მინისტრს სინგაპურში ექნება სამუშაო შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგა...

ლევან ჟორჟოლიანი