ნათია თურნავა: სამთავრობო ობლიგაციების მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ინტერესი მიუთითებს, რომ საქართველოს სუვერენული რისკები დაბალია

„ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ბანკის გუნდი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმონაწილეობდით საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებში, სადაც საქართველოს სამთავრობო ობლიგაციების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესი დაფიქსირდა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევრო ობლიგაციების განთავსების კომენტირებისას განაცხადა.

ქართულ ფასიან ქაღალდებზე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობაზე 5 ნახევარჯერ მეტია. უშუალოდ ტრანზაქციაში ჯამში 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.

„ეს ცალსახად მიუთითებს, რომ ინვესტორები საქართველოს შემცირებულ რისკებს ხედავენ, რაც კუპონის განაკვეთშიც აისახა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ინვესტორების თვალში საქართველოს სუვერენული რისკები უფრო დაბალია, ვიდრე 2021 წელს, როდესაც ქვეყანამ პირველად გამოუშვა ევრობონდები.

„მაღალი ინტერესი განპირობებულია ნდობით ქვეყნის ეკონომიკის, ეკონომიკური განვითარების, სამთავრობო პოლიტიკისა და იმ მშვიდობიანი გარემოს მიმართ, რომელიც საქართველოში შენარჩუნდა, მიუხედავად რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებისა“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769683253

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე: უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს

მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. გრანტად მიი...

არჩილ გორდულაძე

1769682370

ახალი ამბები

პროკურატურამ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართ...

პროკურატურა

1769680418

მსოფლიო

„ლუკოილი“ თავის უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანიას მიჰყიდის

„რუსულმა კომპანიამ „ლუკოილმა“ თანხმობა განაცხადა, რომ თავისი საერთაშორისო აქტივები ამერიკულ კერძო საინვესტიციო კომპანია  Carlyle Group-ს მიჰყიდოს. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით იტ...

ლუკოილი

1769679462

ახალი ამბები

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ შავი ზღვა გახდეს დამაკავშირებელი და არა გამყოფი ჩვენს რეგიონში“ - საქართველო BSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

„მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და ხაზი გავუსვა საქართველოსა და BSEC-ს შორის არსებულ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრი, დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ დიალ...

მაკა ბოჭორიშვილი

1769678570

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

„ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარ...

ლევან მაჭავარიანი