გურამ დუმბაძე სამშენებლო ფასების რეფორმაზე: პრემიერ-მინისტრის დავალებაა, შევქმნათ პრევენციული მექანიზმები, გავაუმჯობესოთ პრაქტიკა, ჩვენ სრულად კონკურენტული ვხდებით კერძო სექტორთან მიმართებით, მოვითხოვთ ხარისხს

„მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის ინიციატორია და ასევე - ფასილიტატორი რიგ საკითხებში, ერთ-ერთი მთავარი რეფორმა არის სამშენებლო სამუშაოების ნაწილი“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, პრაქტიკა იყო ძალიან ცუდი და ახლა ხდება მისი გაუმჯობესება.

„სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს შესყიდვა შედგება 3 ნაწილისგან. ეს არის ხელფასები - რომელიც კომპანიამ უნდა გადაუხადოს თავის თანამშრომლებს, მასალები, რომლითაც სამშენებლო წარმოება უნდა მოხდეს და მანქანა-მექანიზმები, რომლებიც სამშენებლო მოედანზე გამოიყენება. ამ ფასების დადგენას ქვეყანაში ახდენდა ერთი ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც ოფიციალური ვალდებულება არ ჰქონდა, ეს მისი ინიციატივა იყო და აახლებდა ამ ფასებს. თუ შევადარებთ საბაზრო ფასებს და ფასებს, რომელსაც იყენებდა ეს ეკონომიკური ოპერატორი, ძალიან დიდი სხვაობა იყო.

ეს ეკონომიკური ოპერატორი იყო ერთ-ერთი შემფასებელთა კავშირი, რომელიც თავისით ადგენდა ამ ფასებს და სახელმწიფოს არ ჰქონდა შემუშავებული, როგორ უნდა მომხდარიყო ფასის ფორმირება, ვის უნდა დაედგინა და ა.შ. ჩვენი დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც და პრემიერ-მინისტრის დავალებაა, რომ უნდა შევქმნათ პრევენციული მექანიზმები, გავაუმჯობესოთ პრაქტიკა. რაც წარსულში ცუდი და ნაკლოვანი გვქონდა, სამომავლოდ ეს პრაქტიკა უნდა გავაუმჯობესოთ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დახმარებით მოხდეს ამ ფასების დადგენა და შემუშავება.

შეიძლება შემდგომ სხვა ინსტიტუციური ფორმა მიეცეს და ეს იყოს ცალკე კვლევითი ინსტიტუტი, მაგრამ ამ ეტაპზე სამხარაულის ბიურო მოამზადებს, განაახლებს და მოამზადებს ახალ სამშენებლო ფასებს, რომლებიც კრიტიკულად საჭიროა სამშენებლო სექტორისთვის. ეს იქნება ძალიან კომპეტენტური, ძალიან ზუსტი მონაცემები, რომელიც სხვადასხვა წყაროს დაეყრდნობა. პირველ ეტაპზე, ჩვენ განვაახლეთ შრომის ანაზღაურების, ხელფასების ნაწილი და მაქსიმალურად დავუახლოვეთ საბაზრო ღირებულებებს. 19-დან 24%-მდეა ზრდა შრომის ანაზღაურების ნაწილში. ეს ტვირთად აღარ აწევს კომპანიას. რეალური ხელფასი უნდა გადაუხადოს სამშენებლო მოედანზე დაქირავებულს და არ უნდა მოაკლოს მასალებს. რეალურად, ხარისხი ზიანდებოდა იმ ფასებით, რომლებსაც ვიყენებდით. ამის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამშენებლო ხარისხსაც“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

მისივე განმარტებით, განახლდება სამშენებლო მასალების ნაწილიც, იარსებებს ელექტრონული პლატფორმა, სადაც კონკრეტულ იმპორტიორს, მშენებელს ან მაღაზიას, რომელიც სამშენებლო მასალებით ვაჭრობს, შეეძლება, თავისი ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს.

„ყველა ეკონომიკურ ოპერატორს შეეძლება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. შემდგომ სამხარაული დაადგენს, რა უნდა ღირდეს კონკრეტული მასალა. იქნება დიფერენცირებული ფასები, თავისი ხარისხით. ასევე, განახლდება მანქანა-მექანიზმების ნაწილი. ახალი ტექნიკის, რაც რეალურად სამშენებლო მოედანზეა, შემოყვანა მოხდება ხარჯთაღრიცხვაში, იმის განფასება მოხდება.

ჩვენ სრულად კონკურენტული ვხდებით კერძო სექტორთან მიმართებით, იმიტომ, რომ ჩვენს მიერ გადახდილი ღირებულება სამშენებლო სამუშაოებში იქნება ისეთი, როგორც, ვთქვათ, კერძო სექტორი იხდის, რაზეც მოვითხოვთ ხარისხს. გაძლიერდება ზედამხედველობისა და მონიტორინგის კომპონენტი, იმიტომ, რომ ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ძალიან ბევრი პროექტია წელს დაგეგმილი, მაგრამ მოვითხოვთ ხარისხსაც“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769687887

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებ...

დიდი ბრიტანეთი

1769686817

ახალი ამბები

ნათია თურნავა: სამთავრობო ობლიგაციების მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ინტერესი მიუთითებს, რომ საქართველოს სუვერენული რისკები დაბალია

„ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ბანკის გუნდი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმონაწილეობდით საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებში, სადაც საქართველოს სამთავრობო ობლიგაციების მიმართ განსაკუთ...

ნათია თურნავა

1769684665

ახალი ამბები

სუს-ის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის...

სუსისსუსის

1769683805

ახალი ამბები

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფო...

ილია თოფურია სასახლეს, სადაც ჯორჯინასთან ერთად ცხოვრობდა 3-მილიონ ევროდ ყიდის

1769683253

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე: უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს

მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. გრანტად მიი...

არჩილ გორდულაძე