Netflix-ის სერიალის სცენარის ავტორმა აღიარა, რომ მოჭადრაკის შესახებ სიმართლე იცოდა - კომპანიამ სასამართლოში საქმის წარმოების შეწყვეტა ითხოვა

ქართველმა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს ცოტა ხნის წინ უჩივლა სერიალ The Queen’s Gambit-ში ნათქვამი ტექსტის გამო, რომ მას "არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ".

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის მაია მწარიაშვილის თქმით, სასამართლო ლოს-ანჯელესში შედგა, სადაც დაიკითხა სერიალის სცენარის ავტორი სკოტ ფრენკი.

ადვოკატის განმარტებით, სკოტმა აღიარა, რომ მოჭადრაკის შესახებ სიმართლე იცოდა.

გარდა ამისა, კომპანიამ სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. 

"ფრენკი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს "ნეტფლიქსის" მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას.

ამ დაკითხვამ უკვე შექმნა ცხადი სურათი.

Netflix-მა სკოტის ჩვენება საქმეს თავის სასარგებლოდ დაურთო. ახლა, როცა წარვადგინეთ ჩვენი პოზიცია, სკოტის ჩვენებას ვიყენებთ საჩვენოდ", – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ლაზიერის გამბიტი Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინი სერიალია.

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი 16 სექტემბერს შეიტანა.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები სარჩელით ლეგენდარული მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.

ამასთან, გაფრინდაშვილი ითხოვს, შესაბამისი მონაკვეთი სერიიდან ამოიჭრას.

🔲 "გამაოცა, რადგან დამამცირებელია" - ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სიცრუის გამო სასამართლოში უჩივის

🔲 "რა ძალისხმევა დასჭირდებოდა ასეთი წარმატების მისაღწევად, ამ დროს "რაღაც სერიალი" აკნინებს მის განვლილ გზას" - თამარ ჟამურაშვილი ნონა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792392837

ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პრ...

ვაქცინაცია საბერძნეთში

1792391918

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხ...

საგამოძიებო სამსახურმა

1792391327

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...

ნარკოტიკული საშუალება

1792390681

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული

5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...

გია ვოლსკი

1792387882

ახალი ამბები

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო