ირაკლი ქადაგიშვილი: შავი ზღვის ერთ მხარეს თუ ბულგარეთი და რუმინეთია, მეორე მხარეს საქართველოა, იწყებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებით და შავ ზღვამდე რომ მივიდნენ, ჯერ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიარონ

„რაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საუბარი დაიწყო, არც ერთხელ არ მოგვისმენია ევროკავშირისგან პოზიტიური დამოკიდებულება“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, ევროკავშირს მთლიანად ყველაფერი განმსჭვალული ჰქონდა ერთი პოლიტიკური მიზნით - მოიყვანონ აქ ხელისუფლებაში სწორედ ის პარტიები, რომლებიც მათი ყველა დავალების შემსრულებლები იქნებიან.

„მე გამიჭირდება ზუსტი პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ბრიუსელი. ობიექტურად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ბრიუსელი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იმ დაბრმავებამ პოლიტიკური თვალისა, რაც მათ საქართველოსთან მიმართებით გააკეთეს, უმდაბლეს დონეზე დაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ამის იქით სადღა უნდა წავიდნენ, რა უნდა გააკეთონ?! გადავიდეთ ხალხის დასჯაზე?! ხალხს ეტყვიან, რომ ერთი პატარა მონაპოვარი, რაც ამ ხნის განმავლობაში რეალურად შედგა, რომ უვიზოდ შეგვიძლია მისვლა-მოსვლა და საელჩოში, საკონსულოში რიგში არ უნდა იდგეთ, ამასაც წაგართმევთ?! ანუ, არსენალი თვითონ შეიზღუდეს მათ საქართველოსთან ურთიერთობისა და მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საუბარი დაიწყო, არც ერთხელ არ მოგვისმენია მათგან ჩვენ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. მთლიანად ყველაფერი განმსჭვალული ჰქონდათ ერთი პოლიტიკური მიზნით - მოიყვანონ აქ ხელისუფლებაში სწორედ ის პარტიები, რომლებიც მათი ყველა დავალების შემსრულებლები იქნებიან. აი, ამ ანტიდემოკრატიულ მიზანს შესწირეს ყველაფერი - ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დაკავშირებადობა ძალიან უნდათ, მაგრამ რატომღაც ვერ ხვდებიან, რომ შავი ზღვის ერთ მხარეს თუ ბულგარეთი და რუმინეთია, მეორე მხარეს საქართველოა და იწყებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებით, რომლებმაც შავ ზღვამდე რომ მივიდნენ, ჯერ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიარონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792414377

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისში ჩამოდიოდნენ და ძალადობას მხარდაჭერას უცხადებდნენ?

ევროპაში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, როცა საფ...

გიორგი გაბუნია

1792413593

ახალი ამბები

კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ

თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან ძალადობის შეფასებას ორმაგ სტანდარტად აფასებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ძალადობრივი პროცესები, რო...

კახა კალაძე

1792412313

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნ...

ელჭექი და ქარი

1792410965

ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა....

პროკურატურა

1792409888

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: სასამართლო დარბაზი სუბიექტური შეფასების ადგილი არ არის, სამართლებრივ პროცესში გამოყენებული უნდა იყოს არგუმენტები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა პატიმარს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებაც და შესაძლებლობაც. იონ...

 რატი იონათამიშვილი