ნიკოლეიშვილი: რუსთაველზე ვხედავ, 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთმა დაიყვირა - ნახეთ, წინ რუსი მიდის, ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის რეაგირება, ალბათ მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ - ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია რუსთაველზე მყოფი აქტივისტების ტურისტთან დაპირისპირება იმ მოტივით, თითქოს მამაკაცი რუსი იყო.
როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ არა პატრულის დროული რეაგირება, არაფხიზელი აქტივისტები მზად იყვნენ, ტურისტი ჩაექოლათ, რომელიც ამერიკის მოქალაქე აღმოჩნდა.
„ცოტა გაოგნებული და ძაან გაბრაზებული ვარ. რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ, 50/60 კაცი ჯოგად მოდის, აქციის მონაწილეები. უმეტესობა მათგანი ან მთვრალი ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ყვირიან, იგინებიან, იფურთხებიან...
მომენტალურად ერთ-ერთმა ( „ნაცმოძრაობის“ აგრესიული წევრია, სახელს და გვარს გავიხსენებ და პოსტს განვაახლებ ) დაიყვირა - ნახეთ, წინ რუსი მიდის... ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ.
პატრულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მალევე განარიდა არაფხიზელ ბრბოს, რომელიც მზად იყო ეს ახალგაზრდა კაცი ჩაექოლათ. მივედი ამ ბიჭთან რომელიც გათეთრებული იყო სახეზე შიშისგან და ჰოი საოცრებავ - ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი, რომელიც საქართველოში ღირსშესანიშნაობების სანახავად არის ჩამოსული.
გეუბნებით მე თქვენ სრული პასუხისმგებლობით - დღეს, ვინც რუსთაველზე აგდია და გზას კეტავს, არც ერთი ჯანმრთელი არ არის, ყველა ნარკომანი, ლოთი, ბომჟი და უსამშობლო ნაძირალაა. მადლობა ღმერთს და პოლიციას, რომ უბედურება ავიცილეთ თავიდან და იქვე არ ჩაქოლეს ამერიკის მოქალაქე ოპოზიციის რადიკალურმა ბრბომ!!!"“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
1756045972
ახალი ამბებიპატრიარქი: სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული მამუკა ჩარკვიანის სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამ...
1756043225
მსოფლიოვლადიმერ პუტინი ოთხდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი მომდევნო კვირაში ოთხდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავა. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებსინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში რუსეთის მთავრობის დელეგაციასთან ერთად...
1756039505
ახალი ამბებითუშეთში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშე...
1756038119
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო უწყება: უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელად ულოცავს უკრაინის ხალხს და უსურვებს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება უწყებამ სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა. „უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გ...
1756033087
ახალი ამბებითუშეთში, წოვათის ხეობის ალპურ ზონაში ხანძარია
თუშეთში, წოვათის ხეობაში რამდენიმე საათია, რაც ხანძარია. ,,ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარი და რელიეფის სირთულე უწყობს ხელს“, - ამ ინფორმაციას ადგილობრივები სოციალური ქსელის მეშვეობით ავრც...