Welt - ევროკავშირში თითქმის ყოველი მესამე ქალი (30%) 15 წლის ასაკიდან ძალადობის მსხვერპლია

 „ევროკავშირში თითქმის ყოველი მესამე ქალი (30%) 15 წლის ასაკიდან ძალადობის მსხვერპლია“, - წერს გერმანული გამოცემა Weltევროპარლამენტის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით და დასძენს, რომ პრობლემა კვლავ ფართოდ გავრცელებულია და ფარული ძალადობის დონე უკიდურესად მაღალია.

განსაკუთრებით დაუცველები არიან მიგრანტი და ხანდაზმული ქალები, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებში მცხოვრები პირები - ხაზს უსვამს სტატიის ავტორი.

გერმანია სტატისტიკური რეიტინგის შუაში იმყოფება. 15 წლის და უფროსი ასაკის ქალების თითქმის 15%-ს ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური ძალადობა, ხოლო 11%-ს - ფიზიკური (არასექსუალური) ძალადობა. განსაკუთრებით დრამატული სიტუაციაა სკანდინავიაში, რომელიც, როგორც წესი, გენდერული თანასწორობის სფეროში მშვიდობიან, მეგობრულ და განვითარებულ რეგიონად ითვლება: შვედეთში ქალების 40%-ზე მეტი აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ფინეთში - 37%, დანიაში - 33%. ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია პორტუგალიაში (6%), პოლონეთში (5%) და ბულგარეთში (3%).

მონაცემები მომდინარეობს ევროპის სტატისტიკური ოფისის, ევროსტატის, გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტისა (EIGE) და ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სააგენტოს (FRA) მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევისგან.

 

2020 წლის სექტემბრიდან 2024 წლის მარტამდე ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში სულ 114 023 ქალი გამოიკითხა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756053939

ახალი ამბები

ლევან იოსელიანი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს და ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო კამპანიაში, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან

 სახალხო დამცველი პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სიძულვილის ენის გამოყენებისგან მაქსიმალურად თავი შეიკავონ. ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო გარემო ძალადობის...

ლევან იოსელიანი

1756052099

ახალი ამბები

პაატა სალია: კონსტიტუციამ საფუძველი დაუდო ახალ რესპუბლიკას, შესაბამისად, ჩამოყალიბება - სახელმწიფოს ინსტიტუტებმა და ქვეყანამ განვითარება დაიწყო

 „ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ ყველა მოქალაქეს კონსტიტუციის მიღების 30 წლისთავს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ. მისივე თქმით, სწორედ 30 წლის წინ, 24 აგვისტოს მიიღეს საქართველოს ახალი კ...

პაატა სალია

1756049905

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე წერს. „ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად ვულოცავ უკრ...

მიხეილ ყაველაშვილი:

1756048158

ახალი ამბები

მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

 მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მაშველები მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ....

მდინარემდინარე

1756045972

ახალი ამბები

პატრიარქი: სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული მამუკა ჩარკვიანის სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამ...

პატრიარქი