ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის პროცესი დაძრულია, იმედია, სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმება გაფორმდება, რომელშიც მთავარი საკითხი ურთიერთსარგებლის მიღება იქნება
ამერიკასთან გადატვირთვის პროცესი დაწყებულია, ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკაა, პროცესი უკვე საკმაოდ იმედისმომცემია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი აქვს, მით უმეტეს, ბოლო ვიზიტიდან გამომდინარე, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
„ჩვენ საინტერესო დისკუსია გვქონდა მრავალ საკითხზე და ის განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს, იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები არა თუ გადაიტვირთება, არამედ ახალ სიმაღლეებზე გადავა. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა სამუშაო პროცესი, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მაგრამ მთავარია, ეს პროცესი დაძრულია და დიდი იმედი მაქვს, სამომავლოდ ურთიერთობები ახალ სიმაღლეებზე გადაინაცვლებს.
ახალ სიმაღლეში ვგულისხმობ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდეს, რომელშიც მთავარი საკითხი ამ პარტნიორობიდან ურთიერთსარგებლის მიღება იქნება. ამ ურთიერთობებიდან სარგებელი უნდა ჰქონდეს როგორც ამერიკას, ასევე, საქართველოს. ამ თემის ირგვლივ საუბარი გვქონდა და კარგია, რომ იდეის ირგვლივ წინასწარი თანხმობა უკვე არსებობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
1781364213
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები
„სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმ...
1781362508
ახალი ამბებისტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთავ...
1781359489
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს
ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...
1781356869
სპორტიაშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმამერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ისპრეზიდენტ, დანა უაითთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განს...
1781354620
მსოფლიოირანის მოკლულ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ
ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მანამდე, 4 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში ირანის მოსახლეობ...






























