ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი თვალის გუგებიდანაც ანთხევს ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
„უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო. ახლა ვიღაც კიკნაძე, აქციებზე ძალადობის გამო დაპატიმრებული რიგითი აკაცუკი, ხვიჩას ადამიანობას უწუნებს და მოუწოდებს, კაცობა და ვაჟკაცობა მისი უკრაინელი თანაგუნდელისაგან - ზაბარნისაგან ისწავლოს“, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.
ხუბუას თქმით, პსჟ-ის უკრაინელ ფეხბურთელს, რომელიც რუს თანაგუნდელ საფონოვს არ ესალმება, დისონანსი შეაქვს გუნდის ერთიანობაში, ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული კიკნაძე და მისთანანი კი მოუწოდებენ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი არაპროფესიონალური ქმედებისკენ, რაც ხუბუას შეფასებით „პროვინციული ქაჯობაა“.
„უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არა მხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო. ახლა ვიღაც კიკნაძე, აქციებზე ძალადობის გამო დაპატიმრებული რიგითი აკაცუკი, ხვიჩას ადამიანობას უწუნებს და მოუწოდებს, კაცობა და ვაჟკაცობა მისი უკრაინელი თანაგუნდელისაგან. ე.ი. რადგან პსჟ-ის სათადარიგო მოთამაშე, საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი ზაბარნი რუს თანაგუნდელ საფონოვს გამარჯობას არ ეუბნება, ხოლო პსჟ-ის ლიდერი, მსოფლიო ვარსკვლავი კვარაცხელია საფონოვთან მეგობრობს, ზაბარნი ყოფილა ადამიანი და კვარა - არაადამიანი; ე.ი. თანაგუნდელი თანაგუნდელს არ უნდა ესალმებოდეს ეროვნული ნიშნით და პოლიტიკური მოტივით, დისონანსი უნდა შეჰქონდეს გუნდის ერთიანობაში და უხერხულობასა და დაძაბულობას ქმნიდეს გუნდის გასახდელში - ასეთია საშუალო სტატისტიკური, პრიმიტივი აკაცუკის კოლექტიური აზროვნება. არადა, პსჟ-ის სათადარიგო მცველს, უკრაინელ ზაბარნის მართლა პატრიოტიზმი თუ ამოძრავებს, რუსი საფონოვისათვის ხელის არჩამორთმევასა და ხმის არგაცემას კი არ აირჩევდა პროტესტის ფორმად, არამედ ადგებოდა და საერთოდ წავიდოდა გუნდიდან, რომელმაც ძირითად მეკარედ საფონოვი დაიყენა. სწორედ ეს იქნებოდა პრინციპულობისა და შეუვალობის აქტი, ხოლო ის, რასაც ზაბარნი ახლა აკეთებს, მხოლოდ ორსაჯდომიანობა და მენტალური პროვინციალიზმის გამომხატველი ჭინჭყლობაა. ჰოდა, ვიღაც აკაცუკი კიკნაძე ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას მოუწოდებს, უკრაინელი ზაბარნისგან ორსაჯდომიანობა და პროვინციული ქაჯობა ისწავლოს. ალბათ, სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ ხვიჩა კვარაცხელია არამხოლოდ ქართული ფეხბურთის მეტრად, არამედ ნაც - აკაცუკთა უკიდეგანო უსამშობლობის უნებლიე მამხილებლადაც ჩამოყალიბდა“, - წერს ხუბუა.
1780475735
ახალი ამბებიპაპუაშვილი პრემიერის ანგარიშზე: სავარაუდოდ 26 ივნისს გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს სავარაუდოდ 26 ივნისს, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო კვირას წარადგენს. პარლამენტის...
1780475700
ახალი ამბებიპაპუაშვილი: ქართველი ხალხი თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მივიდა ამ წერტილზე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში
ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამერ...
1780473002
ახალი ამბებითბილისში ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრა...
1780472338
ახალი ამბებისაქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრად აირჩიეს
მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. აღნიშნულ საბჭოში ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი სასან...
1780471470
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ორ პირს, მათ შ...































