პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი საუბრობს დეზინფორმაციაზე და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი დეზინფორმაციას ავრცელებს, დღეებს ვითვლით, დაგვტოვებს და ვნახოთ, როგორ იქნება

გერმანიაში ჩვენი ელჩის დანიშვნას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი პეტერ ფიშერთან არის დაკავშირებული. ვიდრე ის აქ არის, არც რწმუნებათა სიგელის გადაცემა იქნება და ვებგვერდსაც არ ჩაასწორებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ეს მთლიანად პეტერ ფიშერის ფაქტორია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ პირადი ზიზღი აქვს“.

„მისი დამოკიდებულება პირადულშია გადასული. ჩემი აზრით, მას პირობა აქვს წაყენებული, რომ ვიდრე აქ არის, საქართველოს მიმართ არანაირი ცვლილება არ იქნება. საქართველოს რომ დატოვებს, ვნახოთ, უცებ ვებგვერდი შემთხვევით ხომ არ შესწორდება და ხომ არ ჩაიწერება სიმართლე.

დეზინფორმაციაზე პეტერ ფიშერი საუბრობს და გერმანიiს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი პირდაპირ დეზინფორმაციას ავრცელებს. დღეებს ვითვლით, დაგვტოვებს და ვნახოთ, როგორ იქნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780477435

ახალი ამბები

პაპუაშვილი სააკაშვილისა და მელიას დაპირისპირებაზე: ეს რადიკალიზმი, რომელსაც თესავენ საბოლოო ჯამში მათ ჭამს და მათივე პრობლემა ხდება, ასე რომ, დაუჭმიათ ერთმანეთი

საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირებას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი უთანხმოება ოპო...

შალვა პაპუაშვილი

1780477019

ახალი ამბები

სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსს აქვეყნებს. საქართველოს სასამართლო სისტემამ მაღალი შეფასება მიიღო და მსოფლიოში 33-ე პოზიციაზე გავ...

საქალაქო სასამართლო

1780475735

ახალი ამბები

პაპუაშვილი პრემიერის ანგარიშზე: სავარაუდოდ 26 ივნისს გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს სავარაუდოდ 26 ივნისს, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო კვირას წარადგენს. პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1780475700

ახალი ამბები

პაპუაშვილი: ქართველი ხალხი თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მივიდა ამ წერტილზე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში

ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამერ...

შალვა პაპუაშვილი

1780473002

ახალი ამბები

თბილისში ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრა...

დაკავება, პოლიცია