ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლ-სწორად უნდა ვისაუბროთ და ეს დამცინავი ტონი მიუღებელია

„მაშინ, როდესაც მოკლებული ვართ სიამოვნებას, რომ გვქონდეს საელჩო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასეთი ასამბლეები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ 153-ე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, დღესვე გაიმართება მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები.

„დღეს გაიმართება მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები. ეს არჩევნები იმართება სამ წელიწადში ერთხელ. სამი კანდიდატია წარმოდგენილი: ავსტრალიის პარლამენტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე და ჩილელი სენატორი. სამივე მათგანთან გვაქვს საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა.

ჩვენ ამ ასამბლეას, როგორც იცით, ვიყენებთ ძირითადად იმ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც საქართველოდან გეოგრაფიულად შორს არიან. საუბარი გვქონდა აფრიკის პარლამენტის წარმომადგენლებთან. ვესაუბრეთ ოკუპაციაზე, ვესაუბრეთ არაღიარების მნიშვნელობაზე.

მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის იმ პრობლემატიკაზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში. საკმაოდ მეგობრული და კონსტრუქციული ტონი იგრძნობოდა ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარისგან და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება ორმხრივ ფორმატშიც.

მაშინ, როდესაც მოკლებული ვართ სიამოვნებას, რომ გვქონდეს საელჩო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასეთი ასამბლეები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ესაუბრო წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკის, აზიის, აფრიკის წარმომადგენლებს და შენი სიმართლე გააგებინო. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი და ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლ-სწორად უნდა ვისაუბროთ და ეს დამცინავი ტონი არის მიუღებელი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791539609

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აჩვენებს სიმართლეს და ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებს

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას - როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება რაიმე თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და მათ შორის უ...

შალვა პაპუაშვილ

1791538040

ახალი ამბები

კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე: ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე

„რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე...

კახა კალაძე:

1791537505

ახალი ამბები

კახა კალაძე ხმაურის რეგულაციებზე: გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური - ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხმაურის შემცირების მიზნით დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა მოქალაქეების სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და, ამავდროულად, ავტო...

კახა კალაძე

1791536591

საზოგადოება

კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში შეაფასა, რომლის თანახმადაც, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინაა...

კახა კალაძე

1791536123

ახალი ამბები

კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია გაუფასურებულია. როგორც მან მედიასთან საუბრისას გან...

კახა კალაძე