პატრიარქი: სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ნათქვამია, რომ სიტყვა არის ღმერთი, სიტყვა ღვთისა არის ღმერთი და ეს სიტყვა იწოდებოდა იესო ქრისტედ

„იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით და მეოხებით, გვასწავლოს ჩვენ ღმერთმა რწმენა,  განსაკუთრებით ჩვენ, სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს, გვმართებს ვევედროთ მას,  გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლება ქრისტესი, უფრო ღრმად შევიმეცნოთ და მართებულად, გადმოვცეთ და ვიქადაგოთ ბევრის წინაშე“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო გულითადად გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს. ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს. წმინდა მოციქულის მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას. როგორც ცნობილია, იგი იყო ყველაზე ახალგაზრდა მოწაფეთა შორის და ყველაზე საყვარელი, უფალი იესო ქრისტესი.

რატომ უწოდებდა მაცხოვარი მას საყვარელ მოწაფეს? უფალს ხომ ყველა უყვარდა, ცოდვილებიც უყვარდა, უმადური კეთროვნებიც უყვარდა. სწორედ ამიტომ, განკურნა უმადური კეთროვნები.  მაშ, რატომ იყო ის საყვარელი? იმიტომ რომ, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ყველაზე უკეთ ისმენდა უფლის სიტყვებს, ყველაზე უკეთ ესმოდა მისი სწავლება და მისი სიტყვები და ყველაზე უფრო მამაცი აღმოჩნდა და მტკიცე რწმენაში. მას აღმოაჩნდა ყველაზე მეტად მზაობა, რომ მაცხოვრის გულისთვის ტანჯვა დაეთმინა. როდესაც დანარჩენი მოწაფეები  დაიფანტნენ მიატოვეს უფალი, ჯვართან ვინ დარჩა ძვირფასო ძმებო და დებო? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რამდენიმე მენელსაცხებლე დედა და იოანე ღვთისმეტყველი. ასეთი ახალგაზრდა კაცისთვის უმძიმესი სანახაობა იყო ჯვარცმის ხილვა, მით უმეტეს საყვარელი მოძღვრის. მაგრამ მან თავის თავში შიში დაძლია, რომ მდგარიყო ჯვართან და დარჩა ბოლომდე მაცხოვრის გვერდით. ამ სიყვარულისთვის, განსაკუთრებული სიყვარულისთვის ღმერთმა მას მისცა საოცარი მადლი საიდუმლოებათა ჭვრეტის. მას გაეხსნა ისეთი საიდუმლოებები, საღვთო საიდუმლოებები, საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, რის გამოც სწორედაც ღვთისმეტყველას იწოდა. მისი სახარება სრულიად გამორჩეულია დანარჩები სამი სახარებისგან, რომელშიც მოთხრობილია უფალი იესო ქრისტეს სამწლიანი მსახურება, ცხოვრება ამ დედამიწაზე, ქადაგებები, მაგრამ იოანე ღვთისმეტყველმა თავის სახარებაში, აი ამ მოვლენების საიდუმლო აზრი გაგვიხსნა. არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე, ასე ძლიერად უფალი იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ სამყაროში არაფერი დაწერილა, იმის მსგავსი და იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ის დასაწყისშივე ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი, სიტყვა ღვთისა არის ღმერთი და ეს სიტყვა იწოდებოდა იესო ქრისტედ, რომელი განკაცდა სხვათა. პირველად იყო სიტყვა, ეს საოცარი სიტყვებია, რომელიც იკითხება აღდგომის მსახურებაზე. პირველად იყო სიტყვა სიტყვა, იგი იყო ღვთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი და შემდეგ უკვე ამბობს, რომ და სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის. იოანე მოციქულს ჰქონდა ყველაზე საკვირველი გამოცხადებები იესო ქრისტეს შესახებ. მხოლოდ ის ამბობს ღმერთზე, რომ ღმერთი სიყვარულია. არავის არსად მსგავსი რამ არ უთქვამს.

შემდეგ უკვე, მისი გარდაცვალების წინ კუნძულ პატლოსზე მას მიეცა ხილვა კაცობრიობის ისტორიის განვითარების, ქრისტეს ეკლესიის ისტორიის განვითარების და მის წიგნში, რომელსაც ეწოდება „გამოცხადება აპოკალიფსისი“ არის გადმოცემული აღსასრული კაცობრიობის ისტორიის,იმ ბოლო დღეების, როგორ დასრულდება ამ სამყაროს დღეები, როდესაც მეორედ მოვა დიდებით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამრიგად, ამ დიდი სიყვარულის გამო, ამ დიდი მადლის გამო წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და საკვირველი წმინდანი კაცობრიობის ისტორიაში. პიროვნება და ადამიანი.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო დღევანდელ დღეს, ჩვენ ვართ ბედნიერნი, რომ გვყავს სხვა წმინდანებთან ერთად ასეთი დიდი მეოხი და მფარველი ზეცაში და ამიტომ გვაქვს იმედი, შეიძლება გვქონდეს იმედი ღვთის წყალობის და შეწევნის. მთავარია, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ მცირედ  მორწმუნენი, არ აღმოვჩნდეთ უღირსნი და ვერ შემძლებელნი ამ დიდი წმინდანების სიწმინდის და სიდიადის ჩვენს გულებში დატევნისა. დღეს ისეთი საოცარი დღეა. დიდი სიყვარული სუფევს ჩვენს შორის განწყობაა შესანიშნავი ამ დიდებულ ტაძარში. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი სიყვარულით დაგლოცოთ, მოგილოცოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მოგვმადლოს უფალმა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით და მეოხებით, გვასწავლოს ჩვენ ღმერთმა რწმენა, გვასწავლოს სიყვარული, გვასწავლოს სიმდაბლე. განსაკუთრებით ჩვენ, სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს, გვმართებს ვევედროთ მას, რომ გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლება ქრისტესი, უფრო ღრმად შევიმეცნოთ და მართებულად. გადმოვცეთ და ვიქადაგოთ ბევრის წინაშე და მოგვმადლოს ქრისტიანული სულიერი ღვაწლი. ამინ.

დღეს ჩვენ, ასევე აღვნიშნავთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებას, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა. ეს არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ათონის პორტაიტისას ზუსტი ასლი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ამ ხატზე დადებული და კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჩამოაბრძანა და სიონში არის დასვენებული, დაბრძანებული.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ჩვენთან არსს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა, შიო მესამემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791539609

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აჩვენებს სიმართლეს და ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებს

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას - როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება რაიმე თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და მათ შორის უ...

შალვა პაპუაშვილ

1791538040

ახალი ამბები

კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე: ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე

„რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე...

კახა კალაძე:

1791537505

ახალი ამბები

კახა კალაძე ხმაურის რეგულაციებზე: გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური - ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხმაურის შემცირების მიზნით დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა მოქალაქეების სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და, ამავდროულად, ავტო...

კახა კალაძე

1791536591

საზოგადოება

კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში შეაფასა, რომლის თანახმადაც, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინაა...

კახა კალაძე

1791536123

ახალი ამბები

კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია გაუფასურებულია. როგორც მან მედიასთან საუბრისას გან...

კახა კალაძე