ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ანგარიშში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმაცია მიანიჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო სამართლით არ არის აღიარებული და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს სრულად აღასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც გულისხმობს რუსული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას დაზარალებულ რეგიონებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებას და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ ჩართულობას.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან პორტუგალიაში, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მიმდინარეობს.
1751385529
საზოგადოებაპარლამენტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავ...
1751384037
მსოფლიორუბიო: ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყვნენ უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ
ერთადერთი, ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყო უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ - განაცხადა...
1751383971
საზოგადოებაპარლამენტმა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლებმა 81 ხმით მხარი დაუჭირეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას მე-11 მოწვევის პარლამენტის...
1751381357
საზოგადოებანარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 1 პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დე...
1751380573
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი ლორენცო მუზეტი დაამარცხა
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის მესამე დიდი სლემის ტურნირის, უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში, 6:2, 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა....