ნინო ლაცაბიძე: ჩვენ დაგვხვდა რამდენიმე მიმართულებით პრობლემები და გამოწვევები, ეს იყო ქალაქის ისტორიული პრობლემები, როგორიც იყო ეკოლოგია, სატრანსპორტო პრობლემა, წყალმომარაგება, ლიფტების საკითხები

რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, რუსთავის მოქმედმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ მისი მერობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ჩვენ დაგვხვდა რამდენიმე მიმართულებით პრობლემები და გამოწვევები, დავყავით და ასე მივყევით ეტაპობრივად. ეს იყო ქალაქის ისტორიული პრობლემები, როგორიც იყო ეკოლოგია, სატრანსპორტო პრობლემა, წყალმომარაგება, ლიფტების საკითხები. ეს იყო ჩვენი ქალაქის ისტორიული პრობლემები.

ეკოლოგიის კუთხით პარლამენტმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და ჩვენმა ქალაქმა ოდნავ ამოისუნთქა. დავიწყეთ შიდა, მწვანე რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, შვედეთის მთავრობასთან ერთად ჭალის ტყის აღდგენა. ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, ეს გამოწვევა არ არის დაძლეული. თუმცა, გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, ეკოლოგია საბოლოოდ როგორ უნდა დავძლიოთ.

იყო სატრანსპორტო პრობლემა - შიდამუნიციპალური ტრანსპორტი; ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი, ათასობით რუსთაველი ყოველ დღე თბილისის მიმართულებით მგზავრობს და განსაკუთრებით, სტუდენტებისთვის ეს იყო ერთ-ერთი ისტორიული პრობლემა. მიხარია, რომ ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით, შიდასატრანსპორტო სისტემა მთლიანად გამოვცვალეთ. თბილისის მიმართულებით დავნიშნეთ ახალი მიმართულებები და დღეს სტუდენტები და ათასობით რუსთაველი ძალიან კომფორტულად მგზავრობს. აქაც არ არის დასრულებული რეფორმა. ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ გავაუმჯობესოთ.

ლიფტები ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემა იყო და ქალაქის დაარსებიდან არც ერთი ლიფტი არ იყო რეაბილიტირებული. ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურდ სამთავრობო გუნდთან ერთად ამ პროექტის განხორციელება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, იმ პროექტს, რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავი იქნება ერთ-ერთი ქალაქი, სადაც სრულად, 100%-ით ლიფტები იქნება ევროპული, თანამედროვე სტანდარტის“, - აღნიშნა რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ასევე, მათი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ახალგაზრდებისთვის სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული კუთხით ინფრასტრუქტურის შექმნა. ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ მათ 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, ხედვა და ძალიან დიდი მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო გუნდთან ერთად, ამ ყველაფერში აქტიურად იყო ჩართული.

ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ, რათა ქალაქი ეკონომიკურად გაძლიერდეს. მათი ამოცანაა, რუსთავის საინვესტიციო პოტენციალი კიდევ უფრო მეტად იყოს დანახული, რაც მოიტანს ახალ ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს.

„ოჯახის სიძლიერე და ეკონომიკური გაძლიერება, ეს იქნება მთავარი, რითაც ჩვენ ჩვენს ქალაქს კიდევ ახალ ეტაპზე გადავიყვანთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770230437

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...

მარკო რუბიო

1770228410

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...

მაკა ბოჭორიშვილი

1770227247

ახალი ამბები

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....

ვახტანგ თოფურია

1770226159

ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა

დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...

ევროკავშირი

1770224443

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!

სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...

გიორგი ჩაკვეტაძე