შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები - მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე
ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები. ჯო უილსონიც რომ დაესწრება, მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე. ვნახეთ, რომ ოლესია ვართანიანი, ბახტი ნიშანოვი ერთმანეთში ჭორაობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. შინაარსიც ხომ მნიშვნელოვანია - როგორ ითხოვდნენ ჩარევას ქართულ შიდა საქმეებში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ჰელსნკის კომისიის ორი დღის წინანდელ ბრიფინგზე საუბრისას.
მან აქვე აღნიშნა, რომ ამ სხდომაზე ლორა თორნტონმა საქართველოში ფულის შემოტანის არალეგალური სქემების არსებობა აღიარა.
„რაც შეეხება ქალბატონ თორნტონს, წამლად იქ ერთი ამერიკელიც იყო, ის მარტა კოსის შემდეგ მეორე ადამიანია, რომელმაც აღიარა, რომ არსებობს არალეგალური, შავი სქემები საქართველოში ფულის შემოტანის. მან ეს აღიარა, თქვა, რომ ეს სქემები არსებობს და დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. გასაგებია, რომ თავი შეიკავა, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული უნდა ემხილებინა - ყველა ეს სქემა არის დანაშაულებრივი, ვინაიდან მისი ამოცანაა, გვერდი აუაროს ქართულ კანონმდებლობას, ეს კიდევ ერთხელ ასაბუთებს იმ ცვლილებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა შეიცხადა.
ბატონმა ჰერჩინსკიმ კითხვები ჩვენ არ დაგვისვას, კითხვები დაუსვას ქალბატონ კოსს, მის უფროსს, რომელმაც თქვა, რომ ეძებენ გზებს, რათა გვერდი აუარონ ქართულ კანონს და და ფულის მისცენ მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ქართველი ხალხის ყურადღების მიღმა. თავად თუ არ არის გარკვეული საქმეში [ჰერჩინსკი], თავის უფროსს ჰკითხოს, რა სქემებს ალაგებენ ასეთს, რომ გვერდი აუარონ ქართულ კანონებს. ასევე ჰკითხოს ქალბატონ თორნტონს, რომელმაც აღიარა ასეთის სქემები არსებობა და ნამდვილად ვიცით, რომ არსებობს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოეთიდან ორგანიზაციების დაფინანსების ალტერნატიულ ერთ სქემაზეც ისაუბრა.
„თავად უყვართ ხოლმე უცხოელებს თქმა, რომ საქართველო პატარაა, ყველა ყველას იცნობს და ვერ აცნობიერებენ, რომ მართლა ყველა ყველას იცნობს და არაფერი არ იმალება, არც ის სქემები, რომლებსაც ალაგებენ. ერთ სქემაზე ვიტყვი - ყველაზე მარტივი სქემა, რომელიც აირჩიეს, ნაცვლად იმის, რომ უცხოურმა ფონდებმა და დონორებმა მისცენ გრანტი ორგანიზაციას, რისთვისაც მათ თანხმობა სჭირდებოდა, დაიწყეს ამ ორგანიზაციებისთვის არა ერთბაშად ფულის მიცემა, არამედ მათი თანამშრომლების დაქირავება ხელშეკრულებით და მათთვის ცალ-ცალკე ფულის ჩარიცხვა.
ორი-სამი წლის წინ ჩამოსული გადამთიელი რომ ფიქრობს, რომ ქართველებს ჭკუაში მოგვატყუებს, გადახედონ ჩვენს ისტორიას, გაერკვნენ, საერთოდ რასთან და ვისთან აქვთ საქმე. ასე რომ, საკუთარ თავს ჰკითხონ, რატომ გახდა ყველა საჭირო ეს ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ - იმიტომ, რომ ევროკავშირი არღვევს ქართულ კანონმდებლობას, მარტა კოსისვე აღიარებით ცდილობს მის შემოვლას. ლორა
1770971814
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი. შავი იუმორის სფერო არის, რომ ბრალდებული პირი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს
გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი, რომელსაც აქვს შეფარდებული პატიმრობა და არის ძებნაში. რა თქმა უნდა სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვად...
1770970599
ახალი ამბები2026 წლის იანვარში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა - ეკონომიკის სამინისტრო
2026 წლის იანვარში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხება იმპორტს,...
1770969622
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი
რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი. როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ...
1770968210
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში
პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლა...
1770967627
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში
2026 წლის 13-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვან...



























