მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ლაშხმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება ის საგანმანათლებლო საფეხურია, რომელიც ყველაზე სწრაფად და ეფექტიანად ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს და უზრუნველყოფს ინტელექტუალური რესურსის სწრაფ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე.
„აღნიშნულ კონკურსს საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს. კონკურსის ფარგლებში, ჩვენი მთავარი აქცენტი ინკლუზიური განათლებაა. ინკლუზიური მიდგომის და თითოეული ადამიანის საჭიროებების გათვალისწინების გარეშე, განათლების სისტემა ვერ იქნება სრულყოფილი. ეს არის სწორედ ის ერთობა და თანამშრომლობა, რომელიც საბოლოოდ აყალიბებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომლის უზრუნველყოფაც სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
2025 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი და წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
კონკურსის ფარგლებში დაწესებულ სპეციალური კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს: საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა.
საქართველოს პარლამენტის ყოველწლიური სპეციალურ პრიზი ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის გადაეცა კოლეჯს „ახალი ტალღა“. წელს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის სპეციალური პრიზი გადასცა სტუდენტ საბა ფუთურიძეს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: „ათასწლეულის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში ვალიდ აბუ-ჰაიამ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კახა ხანდოლიშვილმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
ღონისძიებას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი „ათასწლეულის ფონდის“ ორგანიზებითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
1770970599
ახალი ამბები2026 წლის იანვარში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა - ეკონომიკის სამინისტრო
2026 წლის იანვარში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხება იმპორტს,...
1770969929
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები - მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე
ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები. ჯო უილსონიც რომ დაესწრება, მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე. ვნახეთ, რომ ოლესია ვართანიანი, ბახტი ნიშანოვი ერთმან...
1770969622
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი
რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი. როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ...
1770968210
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში
პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლა...
1770967627
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში
2026 წლის 13-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვან...


























