ნინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა

„ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას, შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურსია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკის შემუშავებისას შეუძლია, ისარგებლოს და გაითვალისწინოს ჩინეთის ხელისუფლების ჭკვიანური გადაწყვეტილებები.

„დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობიდან, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მონახულებით, ჩვენი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა. ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურსია. ყოველ წელს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობა უფრო ღრმავდება, როგორც სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობით, ასევე ხალხებს შორის და ბიზნესების მიმართულებითაც. სავიზო რეჟიმის გაუქმებამ გაზარდა ტურისტული ნაკადები, ბიზნესებისთვის გახდა უფრო მოქნილი ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა.

ჩინეთში ვიზიტმა დაგვანახა, რომ პოლიტიკის შემუშავებისას შეგვიძლია, ვისარგებლოთ ჩინეთის ხელისუფლების ჭკვიანური გადაწყვეტილებებით. ქართულ კომპანიებს მივცეთ საშუალება, რომ როგორც პირდაპირი ფრენებით, ასევე უფრო გამყარებული კავშირებით ჰქონდეთ თანამშრომლობა ჩინურ გიგანტებთან, კომპანიებთან, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით დიდ წარმატებას მიაღწიეს“, – აღნიშნა წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794557619

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ხელს უშლიან, რაც გინდათ, ის დაარქვით, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან

„აბსოლუტური რეალობაა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას ხელს უშლიან“, - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრე...

თენგიზ შარმანაშვილი

1794556572

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის შიგნით სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი, რომ უნდა გაივლოს ზღვარი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა

„საქართველოს განცხადებებს აკრიტიკებენ ისინი, ვისაც სურს ახალი ინტერნაციონალის სახით ჩამოყალიბებული ერთობა, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო ერთი ცენტრიდან იმართება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ...

შალვა პაპუაშვილი

1794555409

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას....

მიხეილ ყაველაშვილი

1794554530

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მა...

 დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1794553983

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

„ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები“ - იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის გა...

ცესკოს თავმჯდომარე