შალვა პაპუაშვილი: ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი
„ვიდრე პაველ ჰერჩინკის განცხადებიდან იმ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, იქამდე ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და მოძალადეების ხელის დამფარებელი რჩება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ეკონომიკურადაც წინ მიდის და პოლიტიკურადაც ძლიერდება.
„ევროკავშირი დღეს გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე. ნათელი გეგმაა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი უნდა დაზიანდნენ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სოციალურად. ყველა ამ მიმართულებაში ვხედავთ, რომ ევროკავშირი და მისი საელჩო პირდაპირ არიან ჩართული საქართველოს დაზიანების გეგმაში. რომ შემობრუნდნენ და დაგვიმტკიცონ, ეს ასე არ არის, პირველი ნაბიჯი იქნება, როდესაც ევროკავშირის ელჩი დაგმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სტუმრებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, მის პრესკონფერენციაზე, ის კვლავ გაექცა კითხვას, ზოგადად ისაუბრა, რომ ევროკავშირი ძალადობას გმობს. აქ ბავშვები არ ვართ და თუ ჰგონია, რომ საბავშვო ბაღში ელჩად არის მივლენილი, ცდება, ჩვენს ისტორიას გადახედოს. აქ არავინ არ არის ბავშვი და მიამიტი. პირდაპირ მოვითხოვთ, ევროკავშირის ელჩმა მკაფიოდ და სიტყვასიტყვით დაგმოს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ეს სიტყვები გვაინტერესებს. ვიდრე პაველ ჰერჩინკის განცხადებიდან იმ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, იქამდე ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და მოძალადეების ხელის დამფარებელი რჩება. ეს არ არის არანაირი რიტორიკა, თავი ჩაიგდო იმ მდგომარეობაში, რომ დღეს მოძალადეების მხარდამჭერია. ერთი წელი გავიდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი არ დაგმო. ზოგადი ფრაზებით ბრიუსელს ესაუბროს - ქართველებს გვაინტერესებს, კონკრეტული პასუხი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1794555409
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას....
1794554530
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მა...
1794553983
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
„ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები“ - იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის გა...
1794553054
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტი იყო, ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავებისთვის
„ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის...
1794551985
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა
პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედრო...































