ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ლევან მახაშვილთან ერთად ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე, მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ბულგარეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
„ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართულ მხარეს შორის ორმხრივი პოლიტიკური მოლაპარაკებები სისტემატურად მიმდინარეობს. გარდა მიმდინარე სამუშაო, თუ ტექნიკური საკითხებისა, საუბარი გვქონდა პოლიტიკურ თემებზეც. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულად იყო ხაზგასმული ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მაშინ, როდესაც ევროკავშირის რიგი გადაწყვეტილებები, თუ განცხადებები საკმაოდ უსამართლოდ აღწერს საქართველოში არსებულ სიტუაციას, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
შეხვედრისას ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ნინო წილოსანს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელისგან ბულგარეთში მიწვევა გადასცა.
„ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებაზე. უახლოეს პერიოდში კოლეგებთან ერთად აუცილებლად დავგეგმავთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს ბულგარეთში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი პეტკო დოიკოვი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორი ივან პავლოვი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის უფროსი ექსპერტი რალიცა ვასილევა.
1788802681
მსოფლიოსტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...
1788801303
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს
საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...
1788798869
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...
1788797071
ახალი ამბებიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...
1788795593
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...































