ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლი ღარიბაშვილს: იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით

მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით, - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე.

„ბატონო ირაკლი, ისევე, როგორც არაერთი ადამიანისთვის, პირადად ჩემთვისაც ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჩვენი გუნდის წევრი და ქვეყნის პრემიერ - მინისტრი იმ დონემდე დახვედით, რომ დაუჯერებელ კონსპირაციებს ქმნით და რადიკალი აგენტების თუ მათი პარტიული ტელევიზიების იმედად ცდილობთ საზოგადოებას თავს ტყუილები მოახვიოთ. თუმცა, თქვენი მცდელობების, ციხიდან ბრტყელ-ბრტყელი წინადადებებით გაჯერებული წერილების გამოქვეყნების, გვერდით ინაშვილის და მისი მსგავსი ყველაფერზე წამსვლელი აგენტების დაყენების თუ აბსურდული შეთქმულების თეორიების განვითარების მიუხედავად, საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევთ.

გასაგებია, რომ თქვენი პოლიტიკური პარტიის ნდობა პირადი კეთილდღეობისთვის ბოროტად გამოიყენეთ და გუნდი მნიშვნელოვნად დააზიანეთ. ისიც გასაგებია, რომ გონიერება არ გყოფნით და იმ ხარისხის დეგრადაცია განიცადეთ, რასაც ახლა საზოგადოება ადევნებს თვალს, თავი კი ამ ქვეყნის მტრების საქილიკოდ გაიხადეთ, თუმცა, მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანა არ გამოგივათ. კარგად უნდა გესმოდეთ, რომ რამდენსაც უნდა ეცადოთ, აგენტებთან და ყველაფრის მკადრებელ დაქირავებულ პროპაგანდისტებთან ერთად როგორი დაუჯერებელი ისტორიებიც არ უნდა შეთხზათ, მთავარ შეკითხვას მაინც ვერსად გაექცევით.

გამოქვეყნებულ წერილებში თქვენ ამტკიცებთ, თითქოს, ვინმემ ბინძური პროვოკაცია მოგიწყოთ და თქვენგან იმ კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა, რომელიც არ ჩაგიდენიათ. ამ ფონზე, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ თქვენ 12 მილიონი დოლარის ღირებულების ისეთ ქონებას ფლობთ, რომლის წარმომავლობის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. იმას ხომ მაინც ვერ უარყოფთ, რომ თქვენვე აღიარეთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზების შესახებ და ამისთვის ციხეშიც წახვედით. ისიც ადვილი მისახვედრია, რომ “ქართული ოცნების” გუნდმა შეღავათი გაგიწიათ, ბოლომდე არ გაგწირათ და საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარა, თუმცა, ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, საიდან და როგორი ნაძარცვი შემოსავლით შეძელით სიმდიდრის მოხვეჭა. ამ ფონზე, თქვენი მორალური დეგრადაცია კიდევ უფრო სამწუხაროა, თუმცა, მთავარ საკითხს მაინც ვერ გაექცევით.

თქვენი პოზიციით, დანაშაული მხოლოდ იმაში მიგიძღვით, რომ შემოსავლები დეკლარაციაში არ ასახეთ და ამის გამო კანონის წინაშე პასუხისმგებლობაც აიღეთ, თუმცა, ეს საკითხის მხოლოდ ერთი ნაწილია. თქვენივე აღიარებული ბრალის მიხედვით, აუცილებელია განმარტოთ, საიდან მიიღეთ მილიონობით დოლარის უკანონო შემოსავალი, რომლის ლეგალიზაციასაც მალულად ცდილობდით?!

ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და მილიონების ღირებულების ძვირფასი საათები?! ამიტომ, მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით?! ბატონო ირაკლი, უკვე გამოქვეყნებული უშინაარსო, აბსურდული და სკანდალური ბრალდებებით გაჯერებული არაერთი წერილის შემდეგ, რომლებშიც ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ წარგიდგენიათ, იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით? გაეცით პასუხი თქვენს ყოფილ მომხრეებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ხმას გაძლევდათ და გენდობოდათ. გაეცით პასუხი ქართველ ხალხს“, - აღნიშნავს ბოჟაძე.

პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა. იგი აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788802681

მსოფლიო

სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...

სტივ უიტკოფმა

1788801303

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს

საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...

ალექსანდრე დარახველიძე

1788798869

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...

თამარ იოსელიანი

1788797071

ახალი ამბები

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.  მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1788795593

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი