გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.
როგორც პატარიძე განმარტავს, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი სრულად აქვს ამოწურული.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს პენიტენციურ სამსახურს განმარტების გაკეთება მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ვითომდა გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე გამომდინარე იქიდან, რომ მას სრულად აქვს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი ამოწურული“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
მისივე თქმით, მსჯავრდებულ ღარიბაშვილთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორს არც დამატებითი პაემნით წახალისების თაობაზე გამოუცია სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა.
„აქვე განვმარტავ, რომ დაწესებულების დირექტორს სრული უფლება აქვს გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი მსჯავრდებულის პაემნით წახალისებასთან მიმართებით, თუმცა ამ შემთხვევაში მსგავსი აქტი გამოცემული არ ყოფილა და შესაბამისად, ვერც პაემანი ვერ იქნებოდა ჩანიშნული“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ და მოუწოდა ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.
1788801303
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს
საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...
1788798869
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...
1788797071
ახალი ამბებიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...
1788795593
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...
1788794871
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი გერმანიის არჩევნებზე: ჩვენ საქართველო გვტკივა, ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს, ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს
„ჩვენ საქართველო გვტკივა. ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს“, - განაცხადა...































