ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის სისტემატური შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის სისტემატური შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი თამბაქოს ნაწარმს ავტომანქანებში მალავდა და მის საცალო რეალიზაციას ქალაქ ბათუმში, „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა.
ჩატარებული ჩხრეკისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 5 000 ლარს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირი წარსულში არაერთხელ არის მხილებული მსგავს უკანონო საქმიანობაში. ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მეორე საქმეზე არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ბრალდებულისა და სხვა პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტს, რა დროსაც მათ თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, რადგან სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მკაცრი.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
1788802681
მსოფლიოსტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...
1788801303
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს
საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...
1788798869
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...
1788797071
ახალი ამბებიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...
1788795593
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...































