ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ.
პარლამენტის წევრებმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მნიშვნელობაზე, თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერის გაძლიერებაზე. მათ ასევე ისაუბრეს ინკლუზიური გარემოს შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც თითოეული მოსწავლის სრულფასოვან ჩართულობასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინეს საჯარო დიალოგის ძირითადი მიგნებები და მის საფუძველზე შემუშავებული ინიციატივები. მათ შორის: რესურსსკოლების მეთოდოლოგიურ ცენტრებად გარდაქმნა, სკოლამდელი განათლების საფეხურზე ინკლუზიური სერვისების განვითარება, სპეციალური მასწავლებლებისა და ასისტენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე დისლექსიის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ მიზანია სახელმწიფო უწყებებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერება. ინიციატივა მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის არსებული მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
საჯარო დიალოგი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. ქვეყნის მასშტაბით 15 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 2 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
ღონისძიებას პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლები, სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე მსოფლიო ბანკის პროექტის -„ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ მხარდაჭერით განხორციელდა.
1781598754
ახალი ამბებიცესკო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
„საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიმართ გავრცელებულ არაზუსტ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნევთ, დეტალურად განვმარტოთ ცესკოს მიერ 202...
1781598169
საზოგადოებაI კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტლის მაღალი ეკონომიკური აქტივობა საშუალო ხელფასების მაჩვენებელზეც აისახა და წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მა...
1781596536
საზოგადოებასახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარ ცინ იჭისთან და თანმხლებ დელეგაციასთან ოფიცი...
1781595644
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. მათივე ცნობით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. „იმერეთის დეპა...
1781594551
საზოგადოებასაქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 364 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით, ანუ 193.7 ლარით გაიზარდა...


























