პრემიერი: საქართველო „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილია და მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი
შეხვედრაზე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იყოს ათვისებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, მისასალმებელია საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის მიმდინარე პროცესი.
„უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს დიდი წარმატება ამ პროცესში, რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და ამის შემდეგ უკვე ორივე მხარე მზად ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ქვეყნებს შორის, ინვესტიციების მოზიდვას ორივე მხარეს და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.
ასევე საუბარი გვქონდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველო, „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილია და მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი“, - აღნიშნა პრემიერმა.
1781601794
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: შშმ პირთა იდეები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვებ-მისაწვდომობის ტექნიკურ რეგლ...
1781600746
მსოფლიოსაქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება - გალტ & თაგარტის პროგნოზი
„გალტ & თაგარტი“ 2026 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8%-იან ზრდას პროგნოზირებს და მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 1.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. საინვეს...
1781600260
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის
ეს გახლავთ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...
1781598936
ახალი ამბებიჩერგოლეიშვილი ანდჟეი პოჩობუტის განცხადებაზე: ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა - ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და „მიშისტივააარ“ ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი პოლონური წარმომავლობის ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ანდჟეი პოჩობუტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც „რაც არ უნდა მისცე...
1781598754
ახალი ამბებიცესკო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
„საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიმართ გავრცელებულ არაზუსტ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნევთ, დეტალურად განვმარტოთ ცესკოს მიერ 202...



























