I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტლის მაღალი ეკონომიკური აქტივობა საშუალო ხელფასების მაჩვენებელზეც აისახა და წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით, 193.7 ლარით გაიზარდა და 2,363.8 ლარი შეადგინა.
მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და შრომის ბაზრის გაუმჯობესებას და შესაბამისად, პოზიტიურად აისახება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებზეც.
საანგარიშო პერიოდში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.9%), სამთო-მოპოვებითი მრეწველობა (11.8%), მშენებლობა (8.8%), წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა, დაბინძურებისგან დასუფთავების საქმიანობები (18.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (7.1%).
I კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნესის, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. 2026 წლის იანვარ-მარტში, ბიზნესსექტორში დასაქმებულების ხელფასი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა და 2,335.9 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 11.2%-ით გაიზარდა და 2,413.7 ლარი შეადგინა.
1781596536
საზოგადოებასახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარ ცინ იჭისთან და თანმხლებ დელეგაციასთან ოფიცი...
1781595644
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. მათივე ცნობით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. „იმერეთის დეპა...
1781594551
საზოგადოებასაქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 364 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით, ანუ 193.7 ლარით გაიზარდა...
1781593447
ახალი ამბები2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ განც...
1781592926
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი წ...



























