რატი იონათამიშვილი: შშმ პირთა იდეები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვებ-მისაწვდომობის ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობის პროცესს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაში შშმ პირთა ხედვები, ინიციატივები და რეკომენდაციები სრულფასოვნად იყოს გათვალისწინებული.

„საქართველოს პარლამენტისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი თანამშრომლობა ვებ-მისაწვდომობის ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობის მხრივ და მნიშვნელოვანი არის, რომ მთელ ამ პროცესებში შშმ პირთა იდეები არის წარმოდგენილი, მათი ინიციატივები, იდეები არის ძალიან საინტერესო ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმატები მომავალშიც იქნება პროაქტიულად განხორციელებული“, - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის ფორმატში განიხილეს კონკრეტული რეკომენდაციები და მათი დანერგვის გზები.

სააგენტოში აცხადებენ, რომ პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიღების გამარტივება, ასევე, დისტანციურ მომსახურებაზე მისაწვდომობის გაზრდაა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781602353

საზოგადოება

ალექსანდარ ვუჩიჩი: ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზედაც აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ საქართველოსთან

ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ი...

ალექსანდრ ვუჩიჩი

1781600746

მსოფლიო

საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება - გალტ & თაგარტის პროგნოზი

„გალტ & თაგარტი“ 2026 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8%-იან ზრდას პროგნოზირებს და მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 1.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. საინვეს...

აშშ

1781600309

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილია და მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი

შეხვედრაზე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იყოს ათვისებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინი...

ირაკლი კობახიძე

1781600260

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის

ეს გახლავთ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...

ირაკლი კობახიძე

1781598936

ახალი ამბები

ჩერგოლეიშვილი ანდჟეი პოჩობუტის განცხადებაზე: ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა - ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და „მიშისტივააარ“ ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი პოლონური წარმომავლობის ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ანდჟეი პოჩობუტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც „რაც არ უნდა მისცე...

ზოგადი