პროკურატურამ ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, სხვადასხვა ადგილას განთავსებულ ჩასარიცხ აპარატებში ყალბი კუპიურების მოთავსების გზით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების - კომპანიის და ერთი კერძო პირის, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მფლობელის, კუთვნილ 4100 ლარს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 18 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, 2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1782127269
ახალი ამბებისაქსტატი საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს. როგორც საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს 2024 წლის მო...
1782125857
ახალი ამბებიმოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი: პრეზიდენტის სასახლეს ღობე საერთოდ რომც არ ჰქონოდა, არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს
„პრეზიდენტის სასახლეს ღობე საერთოდ რომ არ ჰქონოდა, არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს“, - განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე, 4 ოქტომბრის საქმის გან...
1782125629
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ხაბეიშვილმა ფარ-ხმალი დაყარა და სავარაუდოდ, ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოლექტიური ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს გაემიჯნოს
„როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილმა კარგად გაიაზრა, რომ აბსურდში ცხოვრებას აზრი აღარ აქვს და სავარაუდოდ, ცდილობს, რეალობას თვალი გაუსწოროს. ამ შემთხვევაში, ის იმ ხაზს უნდა დათანხმდეს, რასაც „ქართული ოცნებ...
1782125129
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშ...
1782122918
მსოფლიოსაფრანგეთში მაღალი სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
საფრანგეთის 96 რეგიონიდან 49-ში წითელი დონის განგაშია გამოცხადებული, რადგან ქვეყანა სითბური ტალღის ფონზე ძლიერი სიცხისთვის ემზადება. ათობით სხვა რეგიონში ნარინჯისფერი განგაში მოქმედებს სიცხის პიკი მიმ...































