ნინო წილოსანი: PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო
„PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო. ესენი არ არიან ოპოზიცია, რადგან გავიდნენ ყველანაირი დემოკრატიული პროცესიდან. ვის ხვდებიან – ოპოზიციას, რომელიც მიიჩნევს, რომ არა არჩევნების გზით უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არამედ რევოლუციის გზით?“ - ამის შესახებ
მისივე თქმით, შეხვედრაზე დელეგაციას აუცილებლად მოსთხოვენ 4 ოქტომბრის მოვლენების შეფასებას.
„ანუ, ამ ადამიანებს მიიჩნევენ საპირწონედ, რომ დაელაპარაკონ. ვის მიიჩნევენ საპირწონედ – „ენჯეოებს“, რომელთაც არაფერი აკავშირებთ ქართულ საზოგადოებასთან, რომლებიც ხელოვნურად შექმნილი მახინჯი წარმონაქმნები არიან და ამდენი წლის განმავლობაში ასრულებდნენ მხოლოდ იმ დამფინანსებლების დაკვეთებს, ავრცელებდნენ იმ იდეოლოგიასა და დეზინფორმაციას, რომელიც მათი პატრონებიდან მოდიოდა. რომელიმე ნამდვილად იმსახურებს, რომ სერიოზულმა დელეგაციამ შეხვედრით ლეგიტიმაცია მიანიჭოს?
მგონი, არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ ობიექტურად, სამართლიანად და მკაცრად წარმოვადგენთ ქვეყნის ინტერესებს ყველა პლატფორმაზე და სწორედ ეს არის ჩვენი მისამართით თავდასხმების მიზეზი. შეხვედრაზე აუცილებლად განვუმარტავთ კიდევ ერთხელ, რატომ იყო სამარცხვინო და უსამართლო ის რეზოლუცია, რომელიც PACE-მ მიიღო და აუცილებლად იქნება განმარტებული, თუ რატომ იქნა ქართული დელეგაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ორგანიზაციაში მუშაობა შეეჩერებინათ. უპირველეს ყოვლისა, დაისმება კითხვა - როგორ შეფასებას მისცემენ 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას, რომელიც ასეთი თვალსაჩინო იყო“, – აცხადებს ნინო წილოსანი.
1762797047
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს წევრების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული შტურმის არდაგმობაზე: მორიგი დუმილი ნიშნავს ხმამაღალ განცხადებას, რომ დიახ, ჩვენ ვდგავართ ამ ყველაფრის უკან
არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის დუმილი, რომელიც ბევრ განცხადებაზე უფრო მეტად ხმამაღალი განცხადებაა, ეს დუმილი არის ის გამოძახილი და პოზიცია, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ე.წ მეგობრებს აქვთ, - ასე უპასუხ...
1762795765
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე: როგორც ჩვენი საზოგადოება არ ექცევა შანტაჟის ქვეშ, ისე არ ექცევა ჩვენი გუნდი - ეს არის მათი შანტაჟის ბოლო ტყვია, რომლის გასროლის არანაირი საფუძველი არ არსებობს
თითოეული ჩვენი მიღწევა უნდათ აქციონ შანტაჟის იარაღად, დარჩათ შანტაჟის ბოლო ტყვია, რომელიც შეუძლიათ, გაისროლონ საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ამის არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძ...
1762794223
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია რადიკალებზე: ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვხედავთ, როგორი შეტევა მიმდინარეობს ეკონომიკაზე, იციან, რომ როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად მდგრადი არაა, იქ ხელისუფლების მორყევა მარტივია
ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვხედავთ, როგორი შეტევა მიმდინარეობს ეკონომიკაზე. ჩვენს ე.წ. მეგობრებსა და შიდა აგენტურას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი თუ რას უნდა დაარტყან, - ამის შესახებ საპარლამენტო...
1762793799
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ქვეყნის ბიუჯეტის პროექტი სესიაზე განსახილველად ოთხშაბათს შემოვა - ნაერთი ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 3 მლრდ-ით არის გაზრდილი და 35,5 მლრდ-ს შეადგენს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტში განსახილველ ქვეყნის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა. „ყველაზე მთავარი განსახილველი თემა...
1762792609
ახალი ამბებიჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2024 წლის ანგარიში მოისმინა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2024 წლის ანგარიში მოისმინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შრომის ინსპექციის...































