ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს წევრების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული შტურმის არდაგმობაზე: მორიგი დუმილი ნიშნავს ხმამაღალ განცხადებას, რომ დიახ, ჩვენ ვდგავართ ამ ყველაფრის უკან

არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის დუმილი, რომელიც ბევრ განცხადებაზე უფრო მეტად ხმამაღალი განცხადებაა, ეს დუმილი არის ის გამოძახილი და პოზიცია, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ე.წ მეგობრებს აქვთ, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული შტურმის თაობაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების დუმილთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ევრობიუროკრატთა მხრიდან დუმილი არის მორიგი ნაბიჯი და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ისინი დგანან პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის უკან.

„ეს არის სამწუხაროდ ის პოზიცია და დაკვეთა აგენტურული ქსელის მიმართ, რომელსაც ესენი ახორციელებენ. არა მხოლოდ ეს, ნებისმიერი სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც თვითონვე გახადეს ჩალის ფასი, ნებისმიერი ის პოლიტიკური განცხადება, თუ ქმედება, რომელიც ბრიუსელის სხვადასხვა კაბინეტში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობისტების ტვინში იხარშება და შემდეგ სცენარებში გადმოდის დახურულ კარს მიღმა კაბინეტებში, თუ აქ კონკრეტული დიპლომატების სახლებში, თუ ოფისებში პირდაპირ დაწერილი სცენარებით ეს არის იმის ნათელი მაგალითი თუ როგორი უსტანდარტობით და უსამართლობით არის დაკავებული ჩვენი ქვეყნის მიმართ ის კონკრეტული ჯგუფები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება აქ ოპოზიციურ ჯგუფებზე კარგად იცნობს, სახელებით, გვარებით და თანამდებობებით, მოქმედებს, თუ ყოფილებს.

მორიგი ნაბიჯი, მორიგი დუმილი და მორიგი დუმილი ნიშნავს ხმამაღალ განცხადებას, რომ დიახ ჩვენ ვდგავართ ამ ყველაფრის უკან. ეს არის სამწუხარო და ასევე, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება უპასუხებს და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა, ჩვენი სახით, იმ პოლიტიკური გუნდის სახით, რომელთაც მათ დაუჭირეს მხარი და ანდვეს ქვეყნის სადავეები და მათ ჩვენ ძალიან მკაფიოდ და მკაცრად ვუპასუხებთ, რომ ინსტიტუციონალურ დონეზე ჩვენი ქვეყანა აგრძელებს იმ ფასეულობების და ღირებულებების მხარდაჭერას, იმ ხელშეკრულებების ზედმიწევნით მიყოლას, მაგრამ რაც შეეხება იმ უსამართლო პოლიტიკას, რომელიც მოდის ბრიუსელიდან ამას გავცემთ ყოველთვის სამართლიან პასუხს.

ყოველთვის ვამხელთ მათ უსამართლობას, უსტანდარტობას და მოურიდებლად ვეტყვით, რომ ჩვენ ვემხრობით იმ ევროპას და ჩვენ გვწამს იმ ევროპის, რაც ჩვენში დევს ისტორიულად, ეს არის ის ღირებულებები, რაც ისტორიულად მოგვდევს ჩვენს ქვეყანას, კულტურას რისგანაც დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია არის დაცლილი“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიას განცხადებით, ევროპასა და აშშ-ში თანდათან იღვიძებს საღი აზრი და საქართველოს ხელისუფლება, სწორედ ამ საღი აზრის მომხრე და მხარდამჭერია.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროპაში უნდა დაბრუნდეს ევროპა და ევროპული ღირებულებები, მიუხედავად იმ მეინსტრიმ მედიებისა, რომლებიც ძალიან კარგად არის ლუსტრირებული, როგორც აშშ-ის, ასევე ბრიუსელის მხრიდან, ჩვენი საზოგადოებაც ძალიან კარგად ადევნებს თვალყურს, რაც არ უნდა ფუთონ ეს თავიანთი უსტანდარტობა თავიანთ ქვეყანაში, ხედავთ, რომ წვეთ-წვეთად არჩევნებიდან არჩევნებამდე როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში იღვიძებს საღი აზრი, და ჩვენ ვართ იმ საღი აზრის მომხრე და მხარდამჭერი, რომელი საღი აზრიც ითვალისწინებს პარიტეტულ, ღირსეულ პარტნიორობას და ითვალისწინებს იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რომელზეც, ყოველ შემთხვევაში, იდგა ევროპა“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762793799

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ქვეყნის ბიუჯეტის პროექტი სესიაზე განსახილველად ოთხშაბათს შემოვა - ნაერთი ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 3 მლრდ-ით არის გაზრდილი და 35,5 მლრდ-ს შეადგენს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტში განსახილველ ქვეყნის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა. „ყველაზე მთავარი განსახილველი თემა...

ირაკლი კირცხალია

1762792609

ახალი ამბები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2024 წლის ანგარიში მოისმინა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2024 წლის ანგარიში მოისმინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შრომის ინსპექციის...

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტ

1762790342

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში, ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება

„სულ მალე ევროპა დაუბრუნდება რეალურად ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაც ასე იზიდავს ქართველ ხალხს და რასაც გულმოდგინედ იცავენ ევროპელები ევროპის შუაგულში“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხ...

ეკა სეფაშვილი

1762788615

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზი ციხიდან გაათავისუფლეს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ციხიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პარიზის სასამართლომ 10 ნოემბერს გადაწყვიტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოლოდინში მისი გათავისუფლება შეიძლება. The Gu...

ნიკოლა სარკოზი ციხიდან გაათავისუფლეს

1762787084

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილ...

დაკავება