ირაკლი კირცხალია უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე: როგორც ჩვენი საზოგადოება არ ექცევა შანტაჟის ქვეშ, ისე არ ექცევა ჩვენი გუნდი - ეს არის მათი შანტაჟის ბოლო ტყვია, რომლის გასროლის არანაირი საფუძველი არ არსებობს

თითოეული ჩვენი მიღწევა უნდათ აქციონ შანტაჟის იარაღად, დარჩათ შანტაჟის ბოლო ტყვია, რომელიც შეუძლიათ, გაისროლონ საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ამის არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობა შანტაჟს არ ექვემდებარება.

„რომელ ადამიანებზე ვსაუბრობთ, რომლებიც დღიდან ჩვენი ქვეყნის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯებისა, დარბოდნენ ბრიუსელში თავიანთ პატრონებთან, როგორმე ჩვენს ქვეყანას არ მიეღწია რაიმე წარმატებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის არ ყოფილიყო ბენეფიტები, რატომ? ერთი კონკრეტული მიზნის გამო – ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ამ ქვეყანაში, მათთვის არაფერს ნიშნავს ჩვენი საზოგადოება, სამშობლო, მათთვის მთავარია მათი აგენტურული ინტერესები.

დღესაც აგრძელებენ ამას, ამბობენ, ჩვენ არ ვითხოვთ ჩვენი მოსახლეობის სანქცირებას, დასჯას, თუმცა დაუწესეთ სანქციები „ქართული ოცნების“ წევრებსო. ძალიან კარგად იციან, არავის ეშინია ამ სანქციების. როგორც ჩვენი საზოგადოება არ ექცევა შანტაჟის ქვეშ, ისე არ ექცევა ჩვენი გუნდი. ეს არის მათი შანტაჟის ბოლო ტყვია, რომლის გასროლის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784025434

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...

რატი იონათამიშვილი:

1784024628

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...

არჩილ გორდულაძე

1784021760

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...

კახა კალაძე

1784020536

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“

„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...

ირაკლი რუხაძე

1784020469

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...

ირაკლი რუხაძე